მტევანფარფლიანები

მტევანფარფლიანები (ლათ. Crossopterygii) — ძვლიანი თევზების ჯგუფი. მათი მკერდისა და მუცლის ფარფლები გრუნტზე ცოცვასაა შეგუებული. აქვს 2 მოკლე ზურგის ფარფლი. მრავალ მათგანს კუდის ფარფლზე მესამე, მცირე ლაპოტი გააჩნია. მტკნარი წყლისა და ზღვის ცხოველებია. ცნობილია ქვედა დევონიდან. მათი უმრავლესობა მეზოზოურის დასასრულს ამოწყდა. თანამედრობე მტევანფარფლიანებიდან ცნობილია 1 სახეობა — ლატიმერია. ადრე მტევანფარფლიანებს შეცდომით აკუთვნებდნენ მრავალფარფლიანებს.

მტევანფარფლიანები
ბარამუნდა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძვლიანი თევზები
ქვეკლასი:  მტევანფარფლიანები
ლათინური სახელი
Crossopterygii

ლიტერატურა

რედაქტირება