ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მსხალიჭა (ლათ. Pyrola minor) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-15 (20) სმ სიმაღლისაა. ფოთლები ფესვთანურია, ფართო, მკვრივი, ელიფსური ფორმის, კიდეებზე დაშორიშორებულკბილა. ყვავილედი მჭირდო მტევანია, გვირგვინი თითქმის სფეროს ფორმისაა, თავდახრილი. ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას.

მსხალიჭა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  მანანასებრნი
გვარი:  Pyrola
სახეობა:  მსხალიჭა
ლათინური სახელი
Pyrola minor L.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მსხალიჭა“-დან