მსხალდიდის ეკლესია

მსხალდიდის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში. მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას.

მსხალდიდის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,35 მ), ნაგებია აგურით, ცოკოლი — სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვიშაქვის ქვით. აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთით და სამხრეთით. აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია. მარცხენა სარკმლის გვერდით სწორკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი ნიში აფსიდის ფართო მხრებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მასიური პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კამარა ქუსლების დონეზე გამოზნექილი ზედაპირით გადადის შესაბამის კედელზე. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ორი, ხოლო სამხრეთისაში ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია.

ეკლესიას დასავლეთით ეკვრის გეგმით სწორკუთხა კარიბჭე (4,29 X 2,92 მ), რომელსაც დასავლეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედელში მაღალი თაღოვანი სარკმლებია. ფასადებზე შემორჩენილია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება