მსტოვარი — მზვერავი ან ჯაშუში შუა საუკუნეების საქართველოში.

მსტოვართა სპეციალური აპარატი შეიქმნა დავით IV აღმაშენებელის მიერ განხორციელებული სამხედრო რეფორმების ფარგლებში დაახლ. XIIს-ის დასაწყისში. დავითის ისტორიკოსის სიტყვებით იგი სპეციალურად ჩამოყალიბდა ერთის მხრივ ფეოდალთა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გასაკონტროლებლად და სათვალთვალოდ, ასევე საეჭვო მოხელეების და სამხედრო მაღალჩინოსნების გასაკონტროლებლად და მეორეს მხრივ ეფექტური სამხედრო სადაზვერვო საქმიანობისათვის. ამ აპარატის წყალობით დავითმა შეძლო უფრო სწრაფად და თამამად ემოქმედა შიდა და გარე მტრების წინაამღდეგ. ინფორმაციის დროული მიწოდების შედეგია მსტოვართა აპარატის ზუსტი და დროული სადაზვერვო და ინფორმაციული მოქმედებები, რომელიც გენერალურ საბრძოლო მოქმედების შედეგიანობაზე აისახა, ეს არის საქართველოსისტორიაში პირველი სპეციალური საიდუმლო საპოლიციო დანაყოფი. ამ ტიპის აპარატებს ან ჯგუფებს მანამდე იყენებდნენ აქემენიანთა იმპერიაში, ბიზანტიასა და სასანიანების ირანში.

დავითის მემატიანე გადმოგვცემს: „არცა სამეფოსა მისთა შინა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი, კეთილი განა სიტყვა ბოროტი თქმული — არა სია დაუფარვოთა“.

მსტოვართა ქსელი სამოხელეო კუთხით ემორჩლებოდა საქართველოს სამეფოს საქალაქო საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელს მანდატურთუხუცესს, თუმცა მანდატურებისაგან განსხვავებით მსტოვრებს არ გააჩნდათ ცნობადობა საზოგადოების ფართო მასებში და ისინი ბევრად რთულ და მნიშვნელოვან დავალებებზე უნდა ყოფილიყვნენ კონცენტრირებულები.

მსტოვათა აპარატის მოშლა იწყება თამარ მეფის მეფობისას, როდესაც ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა ზაქარია I მხარგრძელი. ეს ქსელი მეფის ცენტრალურ ხელისუფლებას აძლიერებდა და დარბაზის უფრო ეფექტურ კონტროლს წევდა, რაც არ აწყობდათ აღზევებული თავადების ფართო მასებს, რის გამოც იგი თავდასხმის ობიექტი გახდა და საბოლოოდ, როდესაც ტახტზე ადის გიორგი IV ლაშა მსტოვართა ქსელები აღარ ფუნქციონირებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება