მსტისლავ დობუჟინსკი
მსტისლავ დობუჟინსკი (რუს. Мстислав Добужинский, დ. 2/14 აგვისტო, 1875, ნოვგოროდი — 20 ნოემბერი, 1957, ნიუ-იორკი) — რუსი მხატვარი, ქალაქის პეიზაჟების ოსტატი, შემოქმედებითი გაერთიანება ხელოვნების სამყარო-ს წევრი, სამხატვრო კრიტიკოსი და მემუარისტი. მსტისლავის დაბადების შემდეგ მისი მშობლები გაშორდნენ. მას მამამისი ზრდიდა, გიმნაზია ვილნში დაამთავრა. შემდგომში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის მხატვართა საზოგადოების საიმპერატორო სკოლაში (1885—1887), ასევე ანტონ უჟბესა და შიმონ ხოლოშის სკოლებში (მიუნხენი, 1899—1901). გამოფენებში მონაწილეობას 1902 წლიდან იღებდა. სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო თეატრების, სამხატვრო აკადემიებისა თუ გაერთიანებების აქტიური წევრი. 1939 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. გარდაიცვალა 1957 წლის 20 ნოემბერს, ნიუ-იორკში.
მსტისლავ დობუჟინსკი | |
---|---|
Мстислав Добужинский | |
დობუჟინსკი პორტრეტი, დახატული ოსიპ ბრაზის მიერ | |
სრული სახელი | მსტისლავ ვალერის ძე დობუჟინსკი |
დაიბადა | 2/14 აგვისტო, 1875 |
დაბადების ადგილი | ნოვგოროდი |
გარდაიცვალა | 20 ნოემბერი, 1957 |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
ჟანრი | პეიზაჟი |
საიტი | http://dobuzhinsky.com/memoirs/ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსტისლავ დობუჟინსკის ბიოგრაფია და შემოქმედება დაარქივებული 2011-10-21 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფია და ტექსტები დაარქივებული 2005-11-08 საიტზე Wayback Machine.