მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის
მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის (ინგლ. Snooker World Professional Seniors Championship) — სნუკერის მთავარი ტურნირი ზედა ასაკობრივი კატეგორიის (40 წელზე მეტი) მოთამაშეებისთვის.
ტურნირი პირველად გაიმართა 1991 წელს სტოკ-ონ ტრენტში და მისი გამარჯვებული გახდა უელსელი კლიფ უილსონი. შემდეგ ჩემპიონატმა დიდი ხნის განმავლობაში შეწყვიტა არსებობდა და განახლდა მხოლოდ 2010 წელს[1][2][3][4]. აქამდე, 2000 წელს იყო მცდელობა ვეტერანების ტურის ორგანიზებისა, რომელშიც იგეგმებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩართვაც, თუმცა არასაკმარისი ფინანსური დახმარებისა და მასმედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა — ჩატარდა მხოლოდ ერთი ტურნირი, World Seniors Masters. ხოლო 2004 წელს IBSF-მ ორგანიზება გაუწია საკუთარ მსოფლიო პირველობას, თუმცა იგი ცოტა სხვაგვარი ტურნირი იყო და არ შესულა მსოფლიო ჩემპიონატების ოფიციალურ სიაში.
2006 წელს ჩატარდა ერთადერთი გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე IBSF-ის ეგიდის ქვეშ.
განახლებული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 2010 წლის მაის-ნოემბერში. ის მოიცავდა საკვალიფიკაციო (28-30 მაისი) რაუნდსა და ფინალურ, სატელევიზიო სტადიას (5-7 ნოემბერი). ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯო ჯონსონი. სულ ფინალურ სტადიაზე მაშინ ითამაშა მსოფლიოს ექვსმა ექს-ჩემპიონმა. ესენია: ჯო ჯონსონი, სტივ დეივისი, ჯონ პეროტი, კენ დოერტი, დენის ტეილორი და პიტერ ებდონი, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ექვსგზის ფინალისტი ჯიმი უაიტი. იგეგმებოდა აგრეთვე ალექს ჰიგინსის მონაწილეობა, თუმცა 2010 წლის 24 ივლისს იგი გარდაიცვალა[5]. გამარჯვებული გახდა ჯიმი უაიტი. მომავალ წელს ტურნირზე უფრო მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა თვითონ ჩემპიონატის ფორმატიც ძლიერ განსხვავდებოდა სნუკერის კლასიკური ვარიანტისგან. 2011 წლის გამარჯვებული გახდა დარენ მორგანი.
ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ადგილი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში | ||
---|---|---|---|---|---|---|
1991 | სტოკ-ონ-ტრენტი | კლიფ უილსონი | ედი ჩარლტონი | 5:4 | ||
1992—2009 წლებში ჩემპიონატი არ ტარდებოდა | ||||||
2010 | ბრედფორდი | ჯიმი უაიტი | სტივ დეივისი | 4:1 | ||
2011 | პიტერბორო | დარენ მორგანი | სტივ დეივისი | 2:1 |
World Seniors Masters-ის გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ადგილი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|
2000 | ლონდონი | უილი თორნი | კლიფ თორბერნი | 84-8[6] |
IBSF-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ადგილი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|
2004 | ველტჰოვენი | დინ ო'კეინი | იუჯინ ჰიუზი | 5:2 |
2005 | მანამა | დინ ო'კეინი | იუჯინ ჰიუზი | 5:4 |
2006 | ამანი | მოჰამედ იუსუფი | გლენ უილკინსონი | 5:4 |
2007 | კორატი | დარენ მორგანი | კარნჩაი ვონგიანი | 5:1 |
2008 | ველსი | დინ ო'კეინი | გიტ სეტი | 5:1 |
2009 | ჰაიდარაბადი | დარენ მორგანი | დინ ო'კეინი | 6:0 |
2010 | დამასკო | ფილიპ უილიამსი | ტაი პიჩიტი | 6:4 |
IBSF-ის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ადგილი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|
2006 | სან-ხოსე | ინგლისი | ინდოეთი 'A' | 5:2 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- World Professional Seniors Championship დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სნუკერის ლეგენდები ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვეტერანთა შორის[მკვდარი ბმული]
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის[მკვდარი ბმული]
- ↑ ვეტერანები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
- ↑ ბონდი ლეგენდებს შეუერთდა
- ↑ ალექს ჰიგინსი — 1949-2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-30. ციტირების თარიღი: 2014-12-12.
- ↑ მატჩი შედგებოდა მხოლოდ ერთი ფრეიმისგან, ნაჩვენებია ფრეიმის ანგარიში