მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალიმუნდიალი 1998-ის ფინალური მატჩი. გაიმართა 12 ივლისს სტად დე ფრანსზე. ფინალში ასპარეზოდბნენ ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის, და მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებები. საფრანგეთის ნაკრები პირველად თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. საფრანგეთმა მოიგო ზიდანისა და პეტის გოლებით. ფინალში ბრაზილიელთა მთავარი თავდამსხმელის, რონალდოს თამაში მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გადაწყდა. მან 22-ე წუთზე შექმნა პირველი სახიფათო მომენტი საფრანგეთის კართან. საფრანგეთმა პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი. ორივე გოლი ზიდანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით. 68-ე წუთზე მასპინძლები დარჩნენ კაცნაკლულნი, რადგან მარსელ დესაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიამ გააძლიერა ზეწოლა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მიიღო კონტრშეტევა და ემანუელ პეტის გოლი, რომელიც პატრიკ ვიეირას პასის შედეგად გავიდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი ზინედინ ზიდანი დასახელდა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998
ტურნირი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998
თარიღი 12 ივლისი 1998
არენა სტად დე ფრანსი, სენ-დენი
საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა
მსაჯი საიდ ბელქოლა (მაროკო)
დასწრება 80000
1994
2002

ამ მოგებით საფრანგეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ ტიტულით ის შეუერთდა მსოფლიო ჩემპიონობის მანამდე მომგებ ხუთ ნაკრებს. ბრაზილიისთვის ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატებზე, სანამ 2014 წელს მათ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს გერმანიასთან. მატჩს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. მოგებიდან რამდენიმე დღეში ნაკრები დატოვა მწვრთნელმა ემე ჟაკემ.

საფრანგეთმა მოიგო შემდეგი დიდი ტურნირიც: ევრო 2000, რომელსაც ნიდერლანდებმა და ბელგიამ უმასპინძლა. ბრაზილიამ კი ერთი წლის შემდეგ მოიგო კოპა ამერიკა და შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი.

გზა ფინალამდე რედაქტირება

  ბრაზილია რაუნდი   საფრანგეთი
გუნდი გატ გაშ სხვ
  ბრაზილია 3 2 0 1 6 3 +3 6
  ნორვეგია 3 1 2 0 5 4 +1 5
  მაროკო 3 1 1 1 5 5 0 4
  შოტლანდია 3 0 1 2 2 6 −4 1
ჯგუფური ეტაპი
გუნდი გატ გაშ სხვ
  საფრანგეთი 3 3 0 0 9 1 +8 9
  დანია 3 1 1 1 3 3 0 4
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 3 0 2 1 3 6 −3 2
  საუდის არაბეთი 3 0 1 2 2 7 −5 1
ოპონენტი შედეგი პლეი-ოფის ეტაპი ოპონენტი შედეგი
  ჩილე 4–1 მერვედფინალები   პარაგვაი 1–0 (დ.დ.)
  დანია 3–2 მეოთხედფინალები   იტალია 0–0 (4–3 პენ.)
  ნიდერლანდები 1–1 (4–2 პენ.) ნახევარფინალები   ხორვატია 2–1

ბრაზილია რედაქტირება

ბრაზილია გამოდიოდა A ჯგუფში შოტლანდიის, მაროკოსა და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად. ჩემპიონატის გახნის მატჩში ბრაზილიელებმა მოუგეს შოტლანდიას 2-1, შემდეგ მოიგეს მაროკოსთან 3-0 და გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მესამე, უმოტივაციო მატჩი, ბრაზილიამ წააგო ნორვეგიასთან 1-2. მერვედფინალისა და მეოთხედფინალის უხვგოლიანი მატჩები ბრაზილიამ მოუგო შესაბამისად ჩილესა და დანიას. ჩილეს ბრაზილიამ სეზარ სამპაიუსა და რივალდუს დუბლების წყალობით მოუგო, დანიასთან მატჩი კი მძიმე აღმოჩნდა. დანიელები დაწინაურდნენ მე-2 წუთზე. ბებეტოსა და რივალდოს გოლებით ბრაზილია პირველივე ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ 50-ე წუთზე ბრაიან ლაუდრუპმა შგაათანაბრა ანგარიში. გამარჯვების გოლი რივალდომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. ნახევარფინალური ეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ ფრედ, 1-1 დასრულდა. ბრაზილია იგებდა რონალდოს გოლით, მაგრამ პატრიკ კლეივერტმა მატჩის მიწურულს აღადგინა წონასწორობა. ბრაზილიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ პენალტების სერიით მოიპოვა.

საფრანგეთი რედაქტირება

საფრანგეთი გამოდიოდა C ჯგუფში, სადაც მოიგო სამივე მატჩი. საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას მოუგო 3-0, ხოლო საუდის არაბეთს 4-0. ბოლო მატჩი საფრანგეთმა დანიას მოუგო 2-1. პლეი-ოფის ეტაპზე პირველი ორი მატჩის მოგება საფრანგეთამ ძირითად დროში ვერ შეძლო. მერვედფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდა პარაგვაის, რომელთანაც გამარჯვება მხოლოდ ოქროს გოლის მეშვეობით მოახერხა. გოლი ლორან ბლანმა გაიტანა. მეოთხედფინალში კი იტალიის წინააღმდეგ გაიმარჯვა პენალტების სერიით. ნახევარფინალური მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ ხორვატების უპირატესობით დაიწყო. პირველი გოლი ხორვატმა დავორ შუკერმა გაიტანა. ფრანგმა მცველმა ლილიან ტურამმა მალევე გაათანაბრა, ხოლო 20 წუთში მანვე გაიტანა გამარჯვების გოლი. ტურამს მანამდე ეროვნული ნაკრებში გოლი არ გაეტანა. ამ თამაშში მოედნიდან გააძევეს ფრანგი ცენტრალური მცველი ლორან ბლანი, რომელსაც ფინალის გამოტოვება მოუხდა.

მატჩი რედაქტირება

შინაარსი რედაქტირება

მატჩს წინ უძღოდა სპეკულაციები ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდოს შესაძლო თამაშის შესახებ. რონალდოს ჰქონდა კონვულსია, რის გამოც შეიძლებოდა არ ეთამაშა. მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 72 წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ, მიუხედავად მისი ცუდი ფიზიკური ფორმისა, ის ითამაშებდა. რონალდო ბრაზილიისთვის შეუცვლელი მოთამაშე იყო. მან ტურნირზე ოთხი გოლი გაიტანა სა სამი საგოლე პასი გააკეთა.

მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ზინედინ ზიდანი გახდა პირველი გოლის ავტორი. ემანუელ პეტიმ ჩააწოდა კუთხური, ხოლო ზიდანმა გაიტანა თავური დარტყმით. ერთი წუთის შემდეგ რონალდომ მიიღო დუნგას შორეული პასი, მაგრამ შეეჯახა ფრანგ მეკარე ბარტეზს. ბრაზილიელი გამთამაშებლები, რივალდო და ლეონარდო თამაშიდან გამოთიშეს ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველებმა, დეშამმა და კარემბუმ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზიდანმა კვლავ გაიტანა. მან მეორე გოლიც კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში რონალდოს კვლავ ჰქონდა სახიფათო მომენტი. მან ბურთი მეკარის მოედანთან მიიღო, მაგრამ დარტყმა ბარტეზმა აიღო. მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში საფრანგეთი 10 მოთამაშით დარჩა მცველ მარსელ დესაის გაძევების გამო. ემანუელ პეტიმ 90-ზე წუთზე გაიტანა ბოლო გოლი მატჩში. მან „არსენალელი“ თანაგუნდელის, პატრიკ ვიეირას გამჭოლი პასი მიიღო და ერთი-ერთზე დარჩა.

დეტალები რედაქტირება

12 ივლისი 1998
21:00
ბრაზილია   0–3   საფრანგეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 80 000
მსაჯი: საიდ ბელქოლა (მაროკო)
ანგარიში ზიდანი   27'45+1'
პეტი   90+3'
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბრაზილია
 
 
 
 
 
 
 
 
 
საფრანგეთი
GK 1 კლაუდიო ტაფარელი
RB 2 კაფუ
CB 3 ალდაირი
CB 4 ჟუნიორ ბაბაიანო   33'
LB 6 რობერტო კარლოსი
CM 5 სეზარ სამპაიუ   73'
CM 8 დუნგა  
AM 10 რივალდო
AM 18 ლეონარდო არაუხო   46'
CF 20 ბებეტო
CF 9 რონალდო
შეცვლები:
MF 19 დენილსონ დე ოლივეირა   46'
FW 21 ედმუნდო ალვეშ დე სოუზა ნეტუ   73'
მწვრთნელი:
მარიო ზაგალო
 
GK 16 ფაბიენ ბარტეზი
RB 15 ლილიან ტურამი
CB 8 მარსელ დესაი     48', 68'
CB 18 ფრანკ ლებეფი
LB 3 ბიშენტე ლისარასუ
DM 7 დიდიე დეშამი     39'
CM 19 კრისტიან კარემბუ   56'   57'
CM 17 ემანუელ პეტი
AM 10 ზინედინ ზიდანი
AM 6 იური ჯორკაეფი   74'
CF 9 სტეფან ჟივარში   66'
შეცვლები:
MF 14 ალან ბოღოსიანი   57'
FW 21 კრისტოფ დიუგარი   66'
MF 4 პატრიკ ვიეირა   74'
მწვრთნელი:
ემე ჟაკე

საუკეთესო მოთამაშე:
ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

თანამსაჯები:
მარკ უორენი (ინგლისი)
ახმატ სალი (სამხრეთ აფრიკა)
მეოთხე მსაჯი:
აბდულ რაჰმან ალ-ზადი (საუდის არაბეთი)

სტატისტიკა რედაქტირება

ბრაზილია საფრანგეთი
გოლი 0 3
დარტყმა 12 13
დარტყმა კარში 7 5
ბურთის ფლობა 34% 66%
ჯარიმა 15 13
თამაშგარე 5 3
ყვითელი ბარათი 1 6
მეორე ყვითელი ბარათი 0 1
წითელი ბარათი 0 0

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება