ტურნირის ფავორიტები ისევ ჩინელები, ქართველები, რუსები და უკრაინელები იყვნენ. ცუდი გუნდები არც პოლონელებსა და ამერიკელებს ჰყავდათ. ქართველებმა კარგად დაიწყეს და მეოთხე ტურის შემდეგ პოლონელებთნ ერთდ 7 ქულით ლიდერობდნენ ჩემპიონატს. მეხუთე - მეშვიდე ტურებში ქართველებმა ქულაც კი ვერ შემატეს აქტივს. ყველაფერი სომხებთან მოულოდნელი დამარცხებით დაიწყო, მერე დავთმეთ პრინციპული მატჩი რუსებთან და მეშვიდე ტურში საერთოდ გავნადგურდით ჩინელებთან. ბოლო ორი მატჩის მოგებამ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა. ქართველები 11 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზე გავიდნენ. პირველი - მესამე ადგილი 12-12 ქულით ჩინელებმა, რუსებმა და უკრაინელებმა გაინაწილეს. საერთოდ ტურნირს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და ხშირი იყო მოულოდნელი ანგარიშები. ამ მოულოდნელი შედეგებიდან აღსანიშნავია ინდოელთა გამარჯვებები რუსებთნ და ამერიკელებთან, ამერიკელებისა - ჩინელებთან, სომხების - ქართველებთან და პოლონელებთან. საერთოდ მარცხს ვერცერთი გუნდი ვერ გადაურჩა, ხოლო ჩემპიონი, ჩინეთის ნაკრები სულაც ორჯერ დამარცხდა.