მრავალწყლის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

მრავალწყლის ნამოსახლარი (ასევე ცნობილი როგორც ჯანგირის ნამოსახლარი) — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში. მრავალწყლისხევის მარცხენა მხარეს, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ქედის თხემზე, ხევიდან 150-200 მეტრის სიმაღლეზე. განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს და ძვ. წ. I ათასწლეულს.

1960-იან წლებში ძეგლი გამოიკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის და თ. ბუგიაშვილის ხელმძღვანელობით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია, სამხრეთ და დასავლეთ კედლები ეროზიულია სადაც, ჩამორეცხილია კულტურული ფენა.

ნამოსახლარი გამართულია სამხრეთ-დასავლეთით ოდნავ წაგრძელებულ ფერდობზე. ძეგლის დასავლეთით და სამხრეთით შემოსდევს ფლატე. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეები საკმაოდ დამრეცი ფერდობებია. თხემის გაგრძელებაზე, აღმოსავლეთ და და დასავლეთ ნაწილში, ყველაზე ვიწრო ადგილას, ყელი ხელოვნურადაა გაჭრილი, რომელიც ნამოსახლარს მიუვალს ხდის.

ნამოსახლარზე ზედაპირულად აკრეფილი თხის ჭურჭლის უმეტესობა მონაცრისფროდაა გამომწვარი. გვხვდება ლეგა და ოდნად მოყავისფროდ გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტებიც. თხელკეციანი ჭურჭლის დასამზადებლად თიხაში შეურევიათ ქვიშა. ყვოველი მათგანი ჩარხზეა გამოყვანილი და კარგადაა გამომწვარი. უმეტესობას გადმოკეცილი ან ლილვისებრი პირი აქვს. ასევე გვხვდება ბრტყელი ან გადაშლილპირიანი ჭურჭელიც. კარგად ჩანს ჭურჭლის შესამკობი რელიეფური ხაზები, რომლებშიც, თავის მხრივ დატანილია ირიბი ბეჭდები. კოლექციაში ყურდღებას იქცევს ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული, ლეგად გამომწვარი სამი ქვევრის პირი.

ლიტერატურა

რედაქტირება