მოჰან შამშერ ჯანგ ბაჰადარ რანა  (ნეპ. मोहन शमशेर जङ्गबहादुर राणा; დ. 23 დეკემბერი 1885 — გ.  6 იანვარი 1967, ბანგალორი, ინდოეთი) — ნეპალის სამხედრო ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე, ნეპალის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი (1948-1951 წწ). ფელდმარშალი. რანას დინასტიის წარმომადგენელი. [1]

მოჰან შამშერ რანა
მოჰან შამშერ რანა
ნეპ. मोहन शमशेर जङ्गबहादुर राणा
ნეპალის დროშა ნეპალის მე-18 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი 1948 – 12 ნოემბერი 1951
მონარქი  ტრიბჰუვანი
წინამორბედიპადმა შამშერ რანა
მემკვიდრემატრიკა პრასად კოილარა

ნეპალის დროშა ნეპალი 1-ლი საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი 1948 – 12 ნოემბერი 1951
წინამორბედისოვაგ ჯუნგ თაპა
მემკვიდრემატრიკა პრასად კოირალა

დაბადებული23 დეკემბერი 1885
გარდაცვლილი6 იანვარი 1967 (81 წლის)
ბანგალორი, ინდოეთი
მამარანა ჩანდრა შამშერ ჯანგ ბაჰადური
დედაანდრა ლოკა ბჰატკა
შვილებიშარდა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა
ბიჯავა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა

ბიოგრაფია რედაქტირება

მოჰან შამშერ რანა გახლდათ ჩანდრა შამშერ რანას (ნეპალის პრემიერ მინისტრი 1901-1929 წლებში) და მისი პირველი მეუღლის ჩანდრა ლოკა ბჰაკტას  ხუთი ვაჟიდან უფროსი.  რანას კონსერვატიული ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი ნეპალის მთავრობაში. რანას კლანი ქვეყანას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა. ამ პერიოდში  სამეფო ძალაუფლება ნომინალურ ფუნქციას ასრულებდა.

1948 წლის აპრილში, ბიძის — პადმა შამშერის გადადგომის შემდეგ, მოჰან შამშერ რანამ დაიკავა ნეპალის პრემიერ მინისტრის პოსტი (1951 წლამდე).  1950 წელს მან აიძულა მეფე ტრიბჰუვანი და მისი ვაჟი მაჰენდრა გაქცეულიყვნენ ინდოეთში. ახალი მეფედ გამოაცხადა მისი სამი წლის შვილიშვილი გიანენდრა. [2]

მოჰან შამშერი, მკაცრი ხაზის გამტარებელი, ცდილობდა რანას ოჯახის აბსოლუტური და ავტოკრატიული მმართველობის აღდგენას. რანას ოჯახის რეჟიმის გაძლიერების მცდელობისას მან უგულებელყო სწრაფად ცვალებადი გარე და შიდა პირობები. ბრიტანელებმა დატოვეს ინდოეთი. ინდოეთის ახალ მთავრობას არ მოსწონდა რანას რეჟიმის ავტოკრატიული ბუნება. ინდოეთი რანას ოჯახისგან ლიბერალიზაციას ითხოვდა. ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ძლიერდებოდა. გარდა ამისა, მეფე ტრიბჰუვანი ოპოზიციის მხარეს დადგა და ინდოეთში გაიქცა.

ამგვარად,  ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში რანას კლანის წევრები აკონტროლებდნენ გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესს და არ აძლევდნენ უფლებას სუბიექტებს თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. ასევე, სუბიექტებს არ ჰქონდათ საკუთარი ხელისუფლების არჩევის უფლება. მიუხედავად მათი მკაცრი მიდგომისა, რანას კლანი ვეღარ აკონტროლებდა ნეპალში დემოკრატიული თავისუფლებებისკენ მიმავალ ადამიანთა აზრებს. გარდა ამისა, მეფე ფაქტობრივად რჩებოდა  სასახლეში ტყვედ. მიუხედავად იძულებითი იზოლაციისა, შაჰის დინასტიის მეფეებმა შეძლეს კონტაქტების შენარჩუნება პოლიტიკურ დისიდენტებთან. ინდოეთის საელჩოში, შემდეგ კი ინდოეთში გაქცევით, მეფე ტრიბჰუვანმა შეძლო უზარმაზარი ზეწოლა მოეხდინა რანას ოჯახზე.  შიდა და გარე ზეწოლამ გამოიწვია რანას რეჟიმის დაცემა 1951 წელს.

1951 წლის დასაწყისში, დელიში სამმხრივი შეთანხმების დადების შემდეგ, მოჰან შამჰერს, მეფესა და ნეპალის კონგრესს შორის, ტრიბუჰვანი დაბრუნდა სამშობლოში და 1951 წლის ბოლოს მოახერხა რანას ოჯახის  ძალაუფლებიდან ჩამოშორება. მათ ჩამოერთვათ  მემკვიდრეობითი თანამდებობები და პრივილეგიები, რომლებიც მინიჭებული ქონდათ ჯანგ ბაჰადურ რანას მეფობის დროიდან.

1951 წლის 14 დეკემბერს მოჰან შამშერი წავიდა  გადასახლებაში ინდოეთში, სადაც გარდაიცვალა 1967 წელს, 81 წლის ასაკში.[3][4][5]

მოჰან შამშერი დაქორწინებული იყო დიკშია კუმარიზე (ინგლ. Dikshya Kumari), რომელთანაც ჰყავდა ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. მის შვილიშვილებს შორის გახლდათ ნეპალელი პოლიტიკოსი პუშუპატი შამშერ რანა— უფლისწულ დიპენდრას საცოლის დევიანი რანას მამა.

ჯილდოები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nepal: Lambjang and Kaski (Genealogy) royalark.net.
  2. John Whelpton. A History of Nepal. — Cambridge: Cambridge University Press, 2005. — 322 с. — ISBN 0521804701.
  3. Bhuwan Lal Joshi,Leo E. Rose. Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. — Berkeley, Los Angeles: Urтiv. of California Press, 1966. — 551 с.
  4. Ramjee P. Parajulee. The Democratic Transition in Nepal. (2000), p. 36.
  5. Amy Willesee, Mark Whittaker. Love and Death in Kathmandu: A Strange Tale of Royal Murder. — New York: St. Martin's Press, 2004. — 336 с. — ISBN 0312329946.