მოჰამედ შაჰაბუდინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოჰამედ შაჰაბუდინი (დ. 10 დეკემბერი, 1949)[2] — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი, იურისტი და საჯარო მოხელე. ბანგლადეშის მე-16 პრეზიდენტი 2023 წლის 24 აპრილიდან. აირჩიეს 2023 წელს. იყო ავამი ლიგის კანდიდატი და არჩევნებში არ ჰყოლია კონკურენტი. პრეზიდენტობამდე შაჰაბუდინი 2011 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა რაიონული და სესიების მოსამართლედ და ანტიკორუფციული კომისიის კომისრად.[3]

მოჰამედ შაჰაბუდინი
ბენგ. মোহাম্মদ সাহাবুদ্দিন
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1949(1949-12-10)[1] (74 წლის)
დაბადების ადგილი Pabna District
მოქალაქეობა  ბანგლადეში
განათლება University of Rajshahi და Govt. Edward College, Pabna
მეუღლე/ები Rebecca Sultana

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

შაჰაბუდინი დაიბადა 1949 წლის 10 დეკემბერს შივრამპურში, პაბნის ოლქში, ძველ აღმოსავლეთ ბენგალში, პაკისტანის სამფლობელოში (დღევანდელი ბანგლადეში).[4]მისი მშობლები იყვნენ შარფუდინ ანსარი და ხაირუნესა.[5]

შაჰაბუდინი პაბნის ოლქიდან სასწავლებლად წავიდა განდის სკოლაში და მოგვიანებით ჩაირიცხა რადჰანაგარ მაჯუმდარის აკადემიაში მეოთხე კლასში, სადაც 1966 წელს ჩააბარა საბაზო სკოლის სასერთიფიკაციო გამოცდა.[2] 1968 წელს მან გაიარა უმაღლესი საბაზო სკოლის სასერთიფიკაციო გამოცდა და 1972 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ედუარდის კოლეჯში.[6] 1974 წელს მან მიიღო მაგისტრის წოდება ფსიქოლოგიაში რაჯშაჰის უნივერსიტეტში, 1975 წელს კი სამართლის ბაკალავრის ხარისხი შაჰიდ ამინუდინის სამართლის კოლეჯში.[2]

შაჰაბუდინი 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში იყო ავამი ლიგის სტუდენტური ფრთის ლიდერი. იგი იყო ჩატრა ლიგის ედუარდის კოლეჯის ერთეულის გენერალური მდივანი და პაბნის რაიონის ჩატრა ლიგისა და ჯუბოს ლიგის პრეზიდენტი. მონაწილეობდა განმათავისუფლებელ ომში, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. იგი იყო ბანგლადეშის კრიშაკ სრამიკ ავამის ლიგის (BAKSAL) რაიონული ერთეულის მდივანი და ავამი ლიგის რაიონული ერთეულის საჯარო მდივანი. შაჰაბუდინი 1975 წელს შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ სამი წლით დააპატიმრეს.[7]

1982 წელს შაჰაბუდინი შეუერთდა ბანგლადეშის საჯარო სამსახურს (BCS) და სასამართლოში გახდა მუნსეფი (მოსამართლის თანაშემწე).[7] იგი საბოლოოდ დააწინაურეს საოლქო და სხდომების მოსამართლის პოსტზე, ბანგლადეშის სასამართლო სამსახურის უმაღლეს თანამდებობაზე. 1995 და 1996 წლებში აირჩიეს სასამართლო სამსახურების ასოციაციის გენერალურ მდივნად.[8]

შაჰაბუდინი საამრთლის იუსტიციისა და პარლამენტის საქმეთა სამინისტრომ დანიშნა, შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მკვლელების სასამართლო პროცესის კოორდინატორად. 2022 წლის იგი მუშაობდა საარჩევნო კომისრად ბანგლადეშის ავამი ლიგის ეროვნულ საბჭოში.[8]

პრეზიდენტობა

რედაქტირება

არჩევნები

რედაქტირება

შაჰაბუდინი ავამი ლიგის საპარლამენტო ფრთამ დაასახელა ბანგლადეშის პრეზიდენტობის კანდიდატად.[9] 2023 წლის 12 თებერვალს მან განაცხადი წარუდგინა მთავარ საარჩევნო კომისიას და საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცერს. გახდა ერთადერთი კანდიდატი.[10]

შაჰაბუდინი პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას თავისსავე რეზიდენციაში.[11] მის წარდგენას მიესალმა ოპოზიციური ჯათია პარტია, ხოლო ბანგლადეშის ნაციონალისტურმა პარტიამ გამოხატა ინტერესის ნაკლებობა.[12] 2023 წლის 13 თებერვალს იგი ოფიციალურად აირჩიეს ქვეყნის 22-ე პრეზიდენტად, რადგან მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე. შედეგები გამოაცხადა მთავარმა საარჩევნო კომისარმა კაზი ჰაბიბულ ავალმა.[13][14]

ინაუგურაცია

რედაქტირება

როგორც ბანგლადეშის 22-ე პრეზიდენტმა შაჰაბუდინმა ფიცი დადო ბანგაბჰაბანში გამართულ ცერემონიალზე 2023 წლის 24 აპრილს.[15] სახელმწიფო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა, მთავარი მოსამართლე ჰასან ფოზ სიდიკე, შეიხ რეჰანა, კაბინეტის წევრები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შაჰაბუდინმა და მიმავალმა პრეზიდენტმა აბდულ ჰამიდმა ოფიციალურად გაცვალეს ადგილები. შაჰაბუდინმა და სპიკერმა შირინ შარმინ ჩაუდჰურმა ხელი მოაწერეს ფიცის დოკუმენტებს.[16]

2024 წლის მარტში შაჰაბუდინმა ვეტო დაადო შრომის კანონპროექტს, რომელიც 2023 წელს მიიღო პარლამენტმა და გაგზავნა ხელახლა განსახილველად,[17] რასაც მოჰყვა საპროტეტო აქციები და ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას დამხობა.[18][19]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1972 წლის ნოემბრიდან შაჰაბუდინი დაქორწინებულია რებეკა სულთანაზე, ბანგლადეშის მთავრობის მდივანზე.[20] იგი ამჟამად მსახურობს პრიმეაზიის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრად და ორგანიზაციის „მეგობრები ბავშვებისთვის“ დამფუძნებელ თავმჯდომარედ.[20] მათ ერთად ჰყავთ ვაჟი, არშად ადნანი, რომელმაც გადაიღო რამდენიმე ბანგლადეშური ფილმი, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი ბანგლადეშური ფილმი Priyotoma (2023).[21][22]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. মো. সাহাবুদ্দিন রাষ্ট্রপতি নির্বাচিত: ইসি
  2. 2.0 2.1 2.2 bn:রাষ্ট্রপতির কার্যালয় bn. ციტირების თარიღი: 2023-05-05
  3. „AL nominates Shahabuddin Chuppu for country's next President“. The Business Standard (ინგლისური). 12 February 2023. ციტირების თარიღი: 2023-02-12.
  4. Arafat, Aditya (13 March 2016). অবসরে থাকছেন বদিউজ্জামান, সুপ্রিম কোর্টে ফিরছেন চুপ্পু [Badiuzzaman to go in retirement, Chuppu to return in Supreme Court]. banglanews24.com (Bengali). ციტირების თარიღი: 15 February 2023. არასწორი |script-title=: missing prefix (დახმარება)
  5. „Profile of Md Shahabuddin Chuppu“. Daily Sun. 12 February 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  6. Sheikh, Emran Hossain (12 February 2023). „কেন রাষ্ট্রপতি পদে আ.লীগের পছন্দ সাহাবুদ্দিন চুপ্পু?“ [Why Shahabuddin Chuppu is favourite of A.League for the post of President?]. Bangla Tribune (Bengali). ციტირების თარიღი: 15 February 2023.
  7. 7.0 7.1 „Md Shahabuddin elected 22nd president of Bangladesh“. The Business Standard (ინგლისური). 2023-02-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2023. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  8. 8.0 8.1 „Shahabuddin Chuppu becomes president-elect“. Dhaka Tribune. 12 February 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  9. „AL nominates Shahabuddin as candidate for Bangladesh president“. New Age (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  10. „Shahabuddin Chuppu set to become next Bangladesh president“. The Hindu (ინგლისური). PTI. 2023-02-12. ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  11. „AL-nominated president candidate Shahabuddin calls on PM“. Daily Sun. Bangladesh Sangbad Sangstha. 2023-02-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-14. ციტირების თარიღი: 2023-02-14.
  12. „BNP has no interest, JaPa welcomes next president Shahabuddin“. Prothom Alo. 12 February 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  13. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. bn. Bangladesh Election Commission. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  14. „Mohammad Shahabuddin elected 22nd president of Bangladesh“. Prothom Alo (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  15. „Shahabuddin Chuppu takes oath as Bangladesh's 22nd president“ (ინგლისური). Al Jazeera. ციტირების თარიღი: 2023-04-28.
  16. „Shahabuddin sworn in as the 22nd president“. The Daily Star (ინგლისური). UNB. 2023-04-25. ციტირების თარიღი: 2023-04-28.
  17. Ullah, Niamat (4 March 2024). „President returns the Labour Bill 2023 for reconsideration“. The Daily Star (ინგლისური).
  18. Gupta, Anant (5 August 2024). „Bangladeshi Prime Minister Sheikh Hasina resigns, army chief says“. Washington Post.
  19. Hasnat, Saif; Martínez, Andrés R. „What We Know About the Ouster of Bangladesh's Leader“. The New York Times.
  20. 20.0 20.1 একনজরে রাষ্ট্রপতি প্রার্থী মোহাম্মদ সাহাবুদ্দিন (Bengali). RTV. ციტირების თარიღი: 2023-05-05.
  21. Farhin Antara, Nawaz (12 February 2023). „BNP says it is unconcerned by presidential election“. Dhaka Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  22. „Md Sahabuddin to take oath as 22nd president of Bangladesh today“. Prothom Alo (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-05-05.