მოხეური დიალექტიქართული ენის დიალექტი, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში — ხევში. გარდა მოხევეებისა, ხევში ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მოხეური დიალექტის ფონოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: დაცულია ფონემა : არი, მალი, ოცს..., თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო უ̂--ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სუ̂-ელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშვინიერი და იოტიზებული „შემართვის კვალი“. მოხეური დიალექტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები. ზოგჯერ შეინიშნება ბოლოკიდური პოზიციის ცვეთის შემთხვევები. II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა ფონეტიკური ნაირსახეობანია: , , .

მოხეურ დიალექტში თავისებურია არა მარტო მახვილი, არამედ თითოეული ბგერის წარმოთქმაც: დამახასიათებელია მჟღერობის მაღალი ხარისხი, ფშვინვიერთა ბუნების შენარჩუნება და გაძლიერება. მოხეურ დიალექტში მახვილი არაა ფონოლოგიური; იგი სიტყვას ანიჭებს მუსიკალურ-ტონურ ელფერს და იცავს მას წინადადებაში მონოტონური წარმოთქმისაგან. მართალია, ცალკე სიტყვაში მოხეური დიალექტის მახვილი ჰგავს მთიულურისას, მაგრამ მრავალმარცვლიან სიტყვაში ის ტონურ-დინამიკურისაკენ იხრება ისევე, როგორც სალიტერატურო ქართულშია.

სიტყვაში მთავარი და დამატებითი, თანამახვილი, შეინიშნება ბოლოდან მესამე-მეოთხე მარცვლებში. მრავალმარცვლიან სიტყვაში ორი მახვილი — დინამიკური და ტონური უდავოა. ტონური ჩანს დომინანტი. ტონის ამაღლება მესამე-მეოთხე მარცვალზეა.

მოხეურში თვლის სისტემა ასის შემდეგაც ოცობითია: ხუთოცი, ექვსოცი.., ათასის შემდეგ — ასობითი: თერთმეტასი, თორმეტასი და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
  • ქავთარაძე ი, ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ., 1985;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.