მოწინავე
მოწინავე — ხორბლის სელექციური ჯიში. შექმნილია საქართველოს სასელექციო სადგურში ჩრდილოეთ ოსეთის ჰიბრიდული ფონდიდან მასობრივი გადარჩევის გზით. რბილი ხორბლის სახესხვაობაა (ერითროსპერმუმი).
საშუალო-საადრეო და მაღალმოსავლიანია. აქვს სწორმდგომი ღერო. მარცვალი შეიცავს 12-14% ცილას. გამოირჩევა შეუნაცვლელი ამინმჟავის — ტრიფტოპანის გადიდებული შემცველობით და ჯიშთწარმოქმნის მაღალი უნარით.
ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით. გამძლეა ყვითელი და მურა ჟანგას, აგრეთვე მაგარი გუდაფშუტას მიმართ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნასყიდაშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 157.