მოცურალა (ლათ. Berardius) — ზღვის ძუძუმწოვართა გვარი დინგნისკარტასებრთა ოჯახისა. ქვედა ყბაზე ორი წყვილი წაბრტყელებული კბილი აქვთ. ცხოვრობენ ჯოგებად, იკვებებიან თავფეხიანი მოლუსკებით, რომელთა მოსაპოვებლად ყვინთავენ ღრმად და ხანგრძლივად. გვარში ორი სახეობაა: ჩრდილოური მოცურალა (В. bairdi), დედლის სიგრძეა 12,5 -მდე, მამლისა 11 მ-მდე, ცხოვრობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში იაპონიის, ოხოტისა და ბერინგის ზღვის ჩათვლით; სამხრეთული მოცურალა (В. arnouxi), სიგრძით 11 მ, ბინადრობს სამხრეთ ნახევარსფეროში (ანტარქტიკამდე). მოცურალების რეწვას მხოლოდ იაპონია მისდევს.[1]

მოცურალა

სამხრეთული მოცურალა (Berardius arnuxii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Berardius (Duvernoy, 1851)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Плавуны // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 19 — М., 1975.