ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოცარტკუგელი (გერმანულად: Mozartkugel; ინგლისურად: Mozart ball), არის პატარა, მრგვალი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დამზადებულია ფსტის მარციპანისა და ნუგასგან და ფარავენ შავი შოკოლადით. თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც მოცარტ-ბონბონი (Mozart-Bonbon) და შეიქმნა 1890 წელს ზალცბურგელი კონდიტერის, პოლ ფიურსტის (1856–1941) მიერ, ხოლო სახელი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პატივსაცემად შეერქვა. ხელნაკეთი Original Salzburger Mozartkugeln ფიურსტის შთამომავლების მიერ იმართება და დღემდე აწარმოებს ამ ტკბილეულს. ასევე, მოგვიანებით, მსგავსი პროდუქტები შეიქმნა მრავალი სხვა საკონდიტროს მიერ და ისინი ძირითადად ინდუსტრიულად იწარმოება, რაც მათ მასიურად მომარაგებას უზრუნველყოფს.

ფიურსტის ორიგინალი მოცარტკუგელი

წარმოშობა

რედაქტირება
 
ფიურსტის საკონდიტრო მაღაზია

პოლ ფიურსის ოჯახი წარმოშობით დინკელსბიულიდან იყო, მაგრამ თავად დაიბადა სიერნინგში, ზემო ავსტრიაში დაიბადა და ზალცბურგში გაიზარდა. მამის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, ის ცხოვრობდა თავისი ბიძის სახლში, რომელიც ფლობდა საკონდიტრო მაღაზიას No. 13, Brodgasse მისამართზე. ფიურსტმა ბიძის ბიზნესი მალევე აიღო და იწვრთნებოდა, როგორც შეგირდი ვენაში, ბუდაპეშტში, პარიზსა და ნიცაში. 1884 წელს მან გახსნა საკუთარი საკონდიტრო მაღაზია ზუსტად იმავე მისამართზე, სადაც მან, სრულიად დამოუკიდებლად, შექმნა მოცარტ-ბონბონის კანფეტი, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, 1890 წელს. მას შემდეგ, რაც მისი ქმნილება უფრო და უფრო პოპულარული გახდა, ფიურსტმა დააარსა საკუთარი კომპანია, რომელიც დღესაც აგრძელებს მოცარტკუგელის გაყიდვას. ამასთანავე, თავისი გამოგონების დასაცავად რეცეპტის პატენტი არ გაუფორმებია, შესაბამისად მალევე ზალცბურგის სხვა საკონდიტრო მაღაზიებმა დაიწყეს მსგავსი პროდუქციის გაყიდვა (თუმცა სხვა სახელით).

 
სხვადასხვა ბრენდის მაცარტკუგელები

მოცარტკუგელის ორიგინალური რეცეპტი ასეთია: მწვანე, ფსტასგან დამზადებული მარციპანის ბურთი გარედან ნუგათი იფარება. შემდეგ, ამ ბურთს წამოაცვამენ პატარა ხის ჯოხზე და შავ შოკოლადში ამოავლებენ. შემდეგ ჯოხს ვერტიკალურად ათავსებენ, ისე, რომ ბურთულა ზემოთ მოექცეს, რათა შოკოლადი გაცივდეს და გამაგრდეს. საბოლოოდ, მოცარტკუგელს ჯოხს აცლიან; ხვრელი, რომელიც მასში რჩება, ივსება შოკოლადით, ხოლო ბურთი იფუთება თუნუქის ფოლგაში. ბურთულები ახალივით რჩება დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

დავა სახელზე

რედაქტირება

როდესაც იდენტური პროდუქტების გამოჩენა დაიწყო, ფიურსტმა გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესში სავაჭრო ნიშნის უზრუნველყოფის მცდელობის მიზნით. თავდაპირველად, დავა ეხებოდა მხოლოდ ზალცბურგის საკონდიტრო მაღაზიებს, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა კონკურენციაზე მთელი გერმანიის გარშემო. შედეგი იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ფიურსტის კონკურენტები ვალდებულები იყვნენ, ამ ტკბილეულებისთვის სხვა სახელები გამოეყენებინათ. ფირმამ The Mirabell, რომელიც ზალცბურგის მახლობლად, გროდიგში დაფუძნდა, დესერტისთვის აირჩია სახელი ”Real Salzburg Mozartkugeln”. ბავარიელმა მწარმოებელმა Reber-მა აირჩია "Real Reber Mozartkugeln". 1996 წელს, გაიმართა სასამართლო დავა ფიურსტსა და Nestlé-ს, შვეიცარიის სურსათის მწარმოებლის შვილობილ კომპანიას შორის, რომელსაც სურდა ბაზარზე "Original Austria Mozartkugeln"-ის გაყიდვა. ეს დავა მხოლოდ მესამე ინსტანციაში გადაწყდა და იმ დღეიდან, მხოლოდ ფიურსტის პროდუქტებს შეიძლება ეწოდოს "Original Salzburg Mozartkugeln".[1]

დავა The Mirabell-სა და Reber-ს შორის

რედაქტირება

1970-იანი წლების ბოლოს მორიგი დავა წარმოიშვა სამრეწველო საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელ Mirabell-ს (დღეს Mondelez International-ის ნაწილია) და მის კონკურენტ Reber-ს შორის Mozartkugel სავაჭრო ნიშნის გამო. დროებითი შეთანხმება მიღწეულ იქნა 1981 წელს ავსტრიისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლებს შორის, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ავსტრიელ მწარმოებლებს მიეცათ ლეიბლის "მოცარტკუგელნის" გამოყენების უფლება. Reber-მა გააპროტესტა ეს შეთანხმება და ბრიუსელში ევროკომისარმა ეს შეთანხმება ძალადაკარგულად გამოაცხადა. ამიტომ, Reber- ს შეუძლია კანონიერად და განუწყვეტლივ გამოიყენოს თავისი ნამდვილი Reber Mozart-Kugeln სასაქონლო ნიშანი, თუმცა აუცილებლად დეფისით.[2] Mirabell Mozartkugeln შეიძლება იყოს მრგვალი, მაგრამ ყველა სხვა მოზარტკუგელს უნდა ჰქონდეს ერთი ბრტყელი მხარე მაინც.[3]

მოცარტკუგელმა ოქროს მედალი მოიპოვა პარიზში გამართულ გამოფენაზე 1905 წელს. [4]

2006 წლის ზამთარში, ძველ ზალცბურგში მოათავსეს 80 დიდი ზომის პოლისტერისგან დამზადებული მოცარტკუგელი, რომელთა დიამეტრიც 1,6 მეტრი იყო. ისინი მხატვრებმა შექმნეს. 27 მარტის ღამეს, ვანდალებმა ერთი ასეთი მოცარტკუგელი მიწასთან გაასწორეს, შემდეგ კი ქუჩაზე გადააგდეს. ამან 7000 ევრო ზარალი გამოიწვია.[5]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოცარტკუგელი“-დან