მოშავო ხრაშუნა (ლათ. Russula nigricans) — სოკოს სახეობა. ქუდი — 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ შუაში ჩაღრმავებული, ჯერ თეთრია, შემდეგ ყავისფერი და ბოლოს — მოშავო, ფირფიტები სქელი, მაჩხრად განწყობილი, ჯერ თეთრი, შემდეგ ნაცრისფერი, გადატეხისას წითლდება.

მოშავო ხრაშუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  მოშავო ხრაშუნა
ლათინური სახელი
Russula nigricans

გამოიყენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 202, ISBN 99940-856-1-1.