მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესია (კოლომენსკოე)

მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ნაგატინი-ზატონის რაიონში, შედის კოლომენსკოეს მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.

მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესია
მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესია (კოლომენსკოე) — რუსეთი
მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესია (კოლომენსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°40′01″ ჩ. გ. 37°40′12″ ა. გ. / 55.66694° ჩ. გ. 37.67000° ა. გ. / 55.66694; 37.67000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730567006
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის წმინდა გიორგის თანამედროვე ეკლესის სამრეკლო აგებულია XVI საუკუნის შუა წლებში და ეკუთვნოდა ახლოს მდგარ ამაღლების ეკლესიას. სავარაუდოდ მან შეცვალა სამრეკლო, რომელიც იდგა ამაღლების ეკლესიის სამხრეთ ნაწილში. არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება კოლომენსკოეში „ამაღლების სახელობის ეკლესიის ქვის სამრეკლოს“ რსებობის შესახებ, რომელზეც 1640 წელს დაკიდეს 53 ფუთის სიმძიმის ზარი, რომელიც ჩამოასხა ხელოსანმა დანიელ მატვეევმა.

XVII საუკუნეში სამრეკლოს მიაშენეს ხის სატრაპეზო. რუსი სიტორიკოსების ა. კორსაკოვისა და ი. შამურინის მტკიცებით წმინდა გიორგის ეკლესია აკურთხეს 1678 წელს. 1840-1842 წლებში ხის და ნაწილობრივ ქვის კედელი დაშალეს. ხის სატრაპეზოს ადგილზე ააგეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. ამ რეკონსტრუქციის პროცესში უძველესი სტრუქტურა მნიშვნელოვნად დამახინჯდა. შელესილობის ქვეშ განადგურდა მთელი შიდა დეკორი. დასავლეთის მხარეს მიაშენეს აგურის დიდი სატრაპეზო.

თავდაპირველი სახის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები დაიწყეს 1920-იან წლებში პეტრე ბარანოვსკის ინიციატივით. რესტავრაციის პერიოდში გაანადგურეს მთელი ადრინდელი ნაგებობები. დიდი სამამულო ომის პერიოდში რესტავრაცია შენელდა და გაგრძელდა 1966-1967 წლებში ნიკოლაი სვეშნიკოვის ხელმძღვანელობით. სატრაპეზოში დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა სამუზეუმო ფონდი.

2007 წელს ეკლესიაში დაამონტაჟეს კანკელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Памятники архитектуры Москвы. Окрестности старой Москвы (Юго-восточная и южная части территории от Камер-Коллежского вала до нынешней границы города) / Под ред. А. И. Комеч. — М.: Искусство — XXI век, 2007. — С. 207—208. — 360 с. — ISBN 978-5-98051-041-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება