მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ალექსეევო)
მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Тихвинской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ალექსეევკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1673-1680 წლებში. აგებულია რუსულ სტილში.
მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°49′05″ ჩ. გ. 37°38′39″ ა. გ. / 55.81806° ჩ. გ. 37.64417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 5 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ეგვტერები სერგი რადონეჟელის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ალექსი ღვთისკაცისა და წმინდა ტრიფონის სახელზე.
ტაძართან მოქმედებს საკვირაო და საგუნდო სკოლა ბავშვებისათვის.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძრის მთავარი სიწმინდეებია სასწაულმოქმედი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი და ქრისტეს საფლავის ზუსტი ასლი.
ისტორია
რედაქტირება1673 წელს რუსეთის მეფე ალექსი მიეილის ძემ გადაწყვიტა სასახლის კუთვნილ სოფელ ალექსეევოში (ადრე კოპიტოვო), საგზაო სასახლის გვერდით აეშენებინა ეკლესია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[1]. სოფელში უკვე არსებობდა ეკლესია ალექსი ღვთისკაცის სახელზე ნაკურთხი, რომელიც სოფლის უკანასკნელმა მფლობელმა ანა ვასილის ასულმა ტრუბეცკაიამ ააგო 1646-1648 წლებში.
1680 წელს, ალექსი I-ის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, შედგა ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კურთხევა. კრემლიდან ლიტანიობით გაემართა ტაძრისკენ მეფე თედორე III და პატრიარქი, რომლებმაც ეკლესიას აჩუქეს მთავარი სიწმინდე - ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. 1824 წელს ტაძართან სამრეკლო ააშენეს 1824 წელს.
ეკლესიის ეზოში მდებარეობს ალექსეევოს სასაფლაო[2].
XX საუკუნე
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ღობე შემოავლეს და ააშენეს ეკლესიის მსახურთათვის სახლი. 1922 წელს ტაძრის ქვედა სართულზე განათვასეს იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლების სახელობის ეკლესია.
საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ დახურულა. 1922 წელს ეკლესიიდან გაიტაცეს საეკლესიო ფასეულობები და ჩამოართვეს ქვედა ეკლესია, რომელშიც განათავსეს ბოსტნეულის ბაზა, ხოლო შემდეგ 1998 წლამდე სამხატვრო სახელოსნო. ზარები სამრეკლოზე კი ეკიდა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე არავინ რეკავდა.
პეტრე პალამარჩუკი თავის წიგნში „ორმოცი კაჭკაჭი“ წერს, რომ ლეგენდის თანახმად სასწაულმოქმედმა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატმა მოსკოვი 1941 წელს გადაარჩინა გერმანელებისაგან[3]. თუმცა ისტორიკოს მიხეილ შკაროვსკის აზრით ეს ლეგენდა ცუდად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს[4].
1945 წელს ეკლესია გაარემონტეს. 1970-1980 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის მშენელობის პერიოდშიც აღმოჩნდა ძველი კედლის მხატვრობის კვალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт
- Храм Тихвинской иконы Божией Матери в Алексеевском на официальном сайте РПЦ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Xрам Тихвинской иконы Божией Матери в Алексеевском на сайте «Храмы России»
- Храм Тихвинской иконы Божией Матери в Алексеевском на russian-church.ru
- Московская церковь Тихвинской иконы Божией Матери в селе Алексеевском
სქოლიო
რედაქტირება- ↑ История храма Тихвинской иконы Божией Матери.
- ↑ Храм Тихвинской иконы Божией Матери в Алексеевском დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. на официальном сайте Московского патриархата.
- ↑ Паламарчук П. Г. Сорок сороков: Кремль и монастыри. — М.: Книга и бизнес, 1992. — Т. 1. — С. 16. — ISBN 5-212-00501-9.
- ↑ Шкаровский М. В. Русская Православная Церковь в XX веке. — Вече, 2010.