მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოდკოპაევო)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოდკოპაევო) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოდკოპაევო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′11″ ჩ. გ. 37°38′30″ ა. გ. / 55.75306° ჩ. გ. 37.64167° ა. გ. / 55.75306; 37.64167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710607000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XV საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ყაანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ეგვტერები კი - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი მდებარეობს მოსკოვის ისტორიულ რაიონში, რომელსაც ადრე „კულიშკი“ ერქვა. იგი მდებარეობს მდინარე მოსკოვისა და იაუზს შეერთების ადგილზე.

XV საუკუნეში რაიონის ცენტრში მდებარე ბორცვზე ვასილი I-მა ააგო თავის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, რომელიც აკურთხა მოციქულთასწორ ვლადიმირის სახელზე. აქვე, საჯინიბოსთან, ააშენეს წმინდა ფლოროსისა და ლავროსის სახელობის ეკლესია, რომელიც მოსახლეობაში ცხენების მფარველად ითვლებოდა. მალევე ფლოროსისა და ლავროსის ეკლესიას მიაშენეს კარის სამიტოპოლიტო ეკლესია დიდ მოძღვართა და მღვდელმთავართა მსოფლიო კრების სახელზე, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც სამი მღვდელთმთავრის ტაძრის სახელით[1][2].

სოფელი პოდკოპაევო 1493 წლის წყაროებში ორჯერაა მოხსენიებული. ამ წელს იხსენიება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელსაც ივანე III ესტუმრა ხანძრის შემდეგ, რომელმაც გაანადგურა მისის სასახლე კრემლში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე სარესტავრაციო კვლევებმა აჩვენა, რომ ეკლესია აგებული უნდა იყოს 1550-იან წლებში[3]. სოფლის ქვის ეკლესია კი მოიხსენიება 1657 წელს.

1686 წელს ეკლესიასთან ააშენეს სასაფლაო. 1722 წელს ეკლესიას ჰქონდა ორი საკურთხეველი: ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ნაკურთხი.

1748 წელს ეკლესია დაზარალდა ხანძრის შედეგად. 1750 წელს მოსკოვის პირველ გილდიის ვაჭარმა ალექსი გუბინმა დააფინანსა ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეგვტერის აღდგენა.

1812 წელს ფრანგების თავდასხმამდე ეკლესიას ჰქონდა სამი საკურთხეველი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. 1812 წელს ფრანგების თავდასხმის შემდეგ დაზარალდა, რის შემდეგაც მიაწერეს იოანე ნათლისმცემლის მონასტერს და ნაწილობრივ აღადგინეს. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერი არსებობდა 1842 წლამდე და შემდეგ სიძველის გამო დახურეს.

1855 წელს ეკლესია ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი გახდა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აღადგინეს ნიკოლაი კოზლოვსკის პროექტის მიხედვით.

ეკლესია ასევე აღადგინეს 1874 და 1889 წლებში. კურთხევა კი შედგა შესაბამისად 1874 წლის 6 დეკემბერსა და 1889 წლის 8 ივლისს.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1929 წელს. ეკლესიაში თავდაპირველად განათავსეს საცხოვრებელი ოთახები, ხოლო შემდეგ 1990 წლამდე პოლიეთილენის ქარხანა.

ეკლესია მრევლს დაუბრუნდა და კვლავ აკურთხეს 1991 წლის 29 სექტემბერს. აღადგინეს გუმბათი და დაადგეს ჯვარი.

ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათის, რიტორიკის მართლმადიდებლური სკოლა მოზარდთათვის, მიმდინარეობს კვლევითი-საგანმანათლებლო სამუშაოები, გაიხსნა წიგნების მაღაზია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება