მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კოტელნიკი)
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში. ტაძარი არის ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი.
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′40″ ჩ. გ. 37°38′41″ ა. გ. / 55.74444° ჩ. გ. 37.64472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1822-1824 |
ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები ზოსიმე და საბატი სოლოვკელებისა და ღირსმოწამე ევდოკიას სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებამოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი მდებარეობს მდინარე მოსკოვის ნაპირზე, მოსკოვის ყველაზე ძველ რაიონში. იგი აქტიურად დასახლდა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე.
თანამედროვე ტაძრის ადგილზე არსებული ხის ეკლესიის შესახებ პირველი ცნობები მიეკუთვნება 1547 წელს. ეს ეკლესია ცნობილი იყო სამების ეკლესიის სახელით.
1625 წელს დამწვარი სამების ეკლესიის ადგილზე ააგეს ხის ეკლესია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. საარქივო მონაცემების მიხედვით 1657 წელს ვაჭარმა სტროგანოვებმა ხის ეკლესიის ადგილზე ააშენეს ახალი ქვის, ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელშიც განათავსეს საგვარეულო სამარხი. სტროგანოვები იყვნენ მსხვილი ვაჭრები და მრეწველები, რომელთა საკუთრება მდებარეობდა მეზობელ გონჩარის ქუჩაზე.
1688 წელს კვლავ სტროგანოვების ფინანსებით ეკლესია გადააკეთეს, მას მიაშენეს ეგვტერი ზოსიმე და საბატი სოლოვკელების სახელზე. მომდევნო წლებში ეკლესიაში დააასაფლავეს გიორგი სტროგანოვი (1715 წ.), მისი ცოლი მარია (1734 წ.), ასევე სტროგანოვების გვარის სხვა ცნობილი წევრები[1].
XIX საუკუნის დასაწყისისათვის ეკლესიის კედლები საკმაოდ მოძველდა. 1812 წლის ხანძარმა ეკლესია სერიოზულად დააზიანა და მიაწერეს კოზმა და დამიანეს ტაძარს, რომელიც 1936 წელს დაანგრიეს[2].
1822 წელს სერგეი გოლიცინის ფინანსებით დაიწყეს ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული. პროექტის ავტორები გახდნენ არქიტექტორები ოსიპ ბოვე და ჟილიარდი. ნიკოლოზის ტაძარი 1824 წლის 24 აგვისტოს აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა.
ტაძარი აგებულია ამპირის სტილში. 1873 წელს დაიკვნის ქვრივის, ევდოკიას ფინანსებით ტაძარს მიაშენეს ეგვტერი ღირსმოწამე ევდოკიას სახელზე.
საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზის ტაძარი დახურა 1932 წელს. საეკლესიო ფასეულობების მცირე ნაწილი გაიტანეს კოლომენსკის მუზეუმში, ნაწილი კოლომენსკის ეკლესიაში, დიდი ნაწილი კი დაიკარგა. ეკლესიიდან მოხსნეს ჯვარი და გუმბათი, ჩამოყარეს რელიეფები, დაანგრიეს ეკლესიის გალავანი. გადაკეთების შემდეგ შენობაში განათავსეს გეოლოგიის სამმართველოს ქიმიური ლაბორატორია.
1970-იან წლებში ეკლესია გაარემონტეს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანეს, როგორც არქიტექტურის ძეგლი. ამავე პერიოდში გაანადგურეს სტროგანოვებისა და გოლიცინების საგვარეულო სამარხები.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის ბრძანებით 1991 წელს ეკლესია დაუბრუნდა მრევლს და ტაძარს მიენიჭა საპატრიარქო მეტოქის სტატუსი.
1998 წელს ეკლესიაში გაიხსნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა. ამავე წლის 28 ოქტომბერს კი მოხდა ეკლესიის კურთხევა.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт храма Святителя Николая в Котельниках
- Никольский храм на patriarchia.ru
- Никольский храм на russian-church.ru
- Никольский храм на sobory.ru
- Видео: Храм святителя Николая в Котельниках (Подворье Чешской и Словацкой Церкви)
- Интервью архимандрита Серафима (Шемятовского) порталу Pravoslavie.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ История Никольского храма на официальном сайте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 2018-03-31.
- ↑ История храмов святых Косьмы и Дамиана на pravoslavie.ru