მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია

მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (რუს. Церковь Космы и Дамиана) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVIII საუკუნის ბოლოს. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′28″ ჩ. გ. 37°38′18″ ა. გ. / 55.75778° ჩ. გ. 37.63833° ა. გ. / 55.75778; 37.63833
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710419000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1791-1803
დეტალები
გუმბათი 1

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მაცხოვრის სახელზე, ხოლო ეგვტერები კოზმა და დამიანესა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ხის ეკლესია თანამედროვე ეკლესიის ადგილზე დაიწვა 1547 და 1629 წელს. ძველი ქვის ეკლესია კი რომელიც თანამედროვეს ადგილზე იყო მოიხსენიება 1639 წლის დოკუმენტებში.

ამჟამინდელი ეკლესია ააგეს მატვეი კაზაკოვის პროექტის მიხედვით 1791-1793 წლებში (საბოლოოდ დასრულდა 1803 წელს). ეკლესია ააგეს მოძველებული ტაძრის ადგილზე. მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ მ. ხლებნიკოვის ფინანსებით, რომლის სახლიც მდებარეობდა იმავე ქუჩაზე გზის მეორე მხარეს. 1893 წელს ეკლესია განაახლეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ კოზმასა და დამიანეს ეკლესია დახურა 1920-იან წლებში. 1929 წლის ნოემბერში მოანგრიეს ღობე გზის გაფართოების მიზნით. 1930 წლის დასაწყისში დაგეგმეს ეკლესიის სრულიად დანგრევა, თუმცა ეკლესია გადაურჩა დანგრევას.

ეკლესიის შიგნით მოაწყვეს საწყობი, ხოლო მის წინ - ლუდის ბარი. 1950-1960 წლებში ეკლესიის შიგნით განათავსეს სამაკეტო სახელოსნო. 1965 წლიდან კი ავტომოტოტურისტების კლუბი.

1958 წელს ეკლესიის ფასადებზე მიმდინარეობდა სასწავლო რესტავრაცია, აღადგინეს მოოქროვილი გუმბათი და ჯვარი.

1972 წელს ეკლესიის გარშემო ააგეს ახალი ხობე, ძველის მიხედვით, თუმცა ბოლომდე არ იმეორებდა მას.

1992 წელს ეკლესია დროებით გადაეცა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების აკადემიას ბიბლიოთეკის განსათავსებლად.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შენობა დაუბრუნდა 1993 წელს. თანდათანობით მოხსნეს საბჭოთა გადახურვა და აღადგინეს ტაძრის ინტერიერის თავდაპირველი სახე. დააყენეს ახალი ცენტრალური კანკელი და აღადგინეს ეგვტერების კანკელები.

ეკლესიაში ამჟამად მიმდინარეობს მუდმივი ღვთისმსახურება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Церковная археология Москвы. Храмы и приходы Ивановской горки и Кулишек. — Под общей редакцией доктора искусствоведения Баталова А. Л. — М., 2006. (ISBN: 5-91150-014-0)
  • Памятники архитектуры Москвы. Белый город. М., 1989. С. 297—298.
  • Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. М., 1980. С. 29.
  • Федосюк Ю. Лучи от Кремля. М., 1978. С. 245.
  • Никольский А. В. Историческое описание Московской Космодамианской на Покровке церкви. М., 1888 (оттиск из: Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1888).
  • Романский Н. Краткая история московской Космодамианской, на Покровке, церкви и её памятники. М., 1895. 8 с.
  • Иконников А. В. Каменная летопись Москвы. М.. 1978. С. 209—210.
  • Сытин П. В. Откуда произошли названия улиц Москвы. М., 1959. С. 288.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება