მოსკოვის ზღვა
მოსკოვის ზღვა[1] (ლათ. Mare Moscoviense) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის უკანა მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
მოსკოვის ზღვა | |
Mare Moscoviense | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 275.57 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | მოსკოვი |
დამტკიცებულია | IAU (1961) |
მდებარეობა | |
27.28° ჩ. გ. 148.12° ა. გ. / 27.28° ჩ. გ. 148.12° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
მოსკოვის ზღვა ვიკისაწყობში |
მოსკოვის ზღვა არის ერთ-ერთი იმ ორი ზღვიდან, რომელიც მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს. მეორე არის ოცნებების ზღვა[2]. მოსკოვის ზღვა მდებარეობს დარტყმის შედეგად წარმოშობილი დიდი მოსკოვის აუზის შიდა რგოლში. ეს რაიონი მთვარის ზედაპირის საშუალო დონიდან თითქმის ერთი კილომეტრით დაბალა მდებარეობს. მოსკოვის ზღვა გაწოლილია მოსკოვის აუზის კიდეებიდან რვა კილომეტრით ქვემოთ[3]. სხვადასხვა დიამეტრის კრატერების გავრცელებულობის თვალსაზრისით, მოსკოვის აუზი ნექტარის ზღვის მსგავსია, რაც იძლევა იმის ალბათობას, რომ მოსკოვის აუზის წარმომქმნელი დარტყმა ნექტარულ პერიოდში მოხდა. დარტყმის შედეგად წარმოიქმნა კრატერი, რომელიც მოიცავს მოსკოვის ზღვას და შეესაბამება მოსკოვის აუზის 430 კმ დიამეტრის შუა რგოლს.
1972 წლის 17 ივლისს მოსკოვის ზღვის მიდამოში დიდი მეტეორიტი დაეცა, ეს მოვლენა დააფიქსირა აპოლო 12-ის, აპოლო 14-ის, აპოლო 15-ისა და აპოლო 16-ის ექსპედიციების მიერ დადგმულმა სეისმურმა სადგურებმა.
სახელწოდება
რედაქტირებამოსკოვის ზღვა პირველად გამოჩნდა მთვარის უკანა მხარის პირველ რუკაზე, რომელიც შეადგინა გეოდეზიის, აეროფოტოგრაფიისა და კარტოგრაფიის ცენტრალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა და სახელმწიფო ასტრონომიულმა ინსტიტუტმა. აღნიშნული რუკა ეფუძნება 1959 წლის 7 ოქტომბერს კოსმოსურ სადგურ ლუნა-3-ის მიერ გადმოცემულ ფოტოებს[4]. მასზე სახელი დატანილი იყო რუსულად — «Море Москвы» და ლათინური ტრანსლიტერაციით — More Moskvy[5]. 1961 წლის 22 აგვისტოს, ნ.პ. ბარაბაშოვის, ა.ა. მიხაილოვისა და ი. ნ. ლიპსკის „მთვარის უკანა მხარის ატლასის“ საფუძველზე, ლათინური ვერსია „Mare Moscoviense“ ოფიციალურად დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა.
კრატერები
რედაქტირებამოსკოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ტიტოვის კრატერი. ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე არის კომაროვის კრატერი, ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის თანამგზავრული კრატერი „E“[6], ჩრდილო-დასავლეთით არის ტერეშკოვას კრატერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით არის ბელიაევის კრატერი[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Moscoviense.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
- ↑ 60 лет назад у Москвы появилось свое море на Луне!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2019-12-07
- ↑ K.G.Thaisen, et al.. Geology of the Moscoviense Basin: Implications for the character of the highland crust.. 41st Lunar and Planetary Science Conference. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
- ↑ Ж. Ф. Родионова. Карты Луны. ციტირების თარიღი: 2010-09-01
- ↑ Карта обратной стороны Луны — Chart of the Reverse Side of the Moon (1960). ციტირების თარიღი: 2010-09-01.
- ↑ Лист карты 49. Карта лунной поверхности. — составлена по фотографиям миссии Lunar Reconnaissance Orbiter
- ↑ Лист карты 48. Карта лунной поверхности. — составлена по фотографиям миссии Lunar Reconnaissance Orbiter