ოცნებების ზღვა
ოცნებების ზღვა[1] (ლათ. Mare Ingenii) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს.
ორთქლის ზღვა | |
Mare Ingenii | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 282.20 კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1961) |
მდებარეობა | |
33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. / 33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ოცნებების ზღვა ვიკისაწყობში |
ოცნებების ზღვის ქანები და მიმდებარე კრატერები მიეკუთვნება გვიან იმბრიულ ეპოქას (3.8-3.2 მილიარდი წელი), ხოლო ოცნებების აუზის ქანები — დონეტარის პერიოდს (4.5-3.9 მილიარდი წელი).
ობიექტის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 33°15′S 164°50′E / 33.25° ს. გ. 164.83° ა. გ.[2], დიამეტრი შეადგენს 318 კმ-ს[2].
ოცნებების ზღვაში არის დიდი კრატერი — ტომსონი (დიამეტრის 112 კმ), მისგან სამხრეთით — ობრუჩევი (დიამეტრის 71 კმ)[3].
სახელწოდება
რედაქტირებაეს ტერიტორია პირველად აღმოაჩინეს მთვარის უკანა მხარის ფოტოებში, რომლებიც მოიპოვა საბჭოთა ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა ლუნა-3-მა. ტერიტორიას ეწოდა ოცნებების ზღვა, შესაბამისი ლათინური სახელწოდებით — Mare Desiderii (პირდაპირი მნიშვნელობით — „სურვილის ზღვა“). თუმცა, მოგვიანებით გადაღებულმა უფრო ნათელმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ეს არის არა ერთი დაბლობი, არამედ რამდენიმე კრატერისა და Mare Ingenii-ად წოდებული მობრტყელებული ადგილის ერთობა. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ზედაპირზე არსებული ობიექტების სიაში შეიტანა მხოლოდ სახელი Mare Ingenii, რომელსაც მიეწერა შესატყვისი „ოცნებების ზღვა“, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ითარგმნებოდა; ლათინური სახელი „Mare Ingenii“ სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გონების ზღვა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Ingenii.
- Море Мечты в THE MOON WIKI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-31. ციტირების თარიღი: 2023-10-04.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
- ↑ 2.0 2.1 Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-16.
- ↑ Карта лунной поверхности. ციტირების თარიღი: 2010-08-16.