მოსკოვის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
მოსკოვის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Влахернской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ვიხინო-ჟულებინოს რაიონში. ეკლესიას ეწოვება ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელი, რომელიც შემონახულია დღევანდელ დღემდე. ხატი კონსტანტინოპოლიდან რუსეთში ჩაიტანეს XVII საუკუნეში.
მოსკოვის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°41′26″ ჩ. გ. 37°47′25″ ა. გ. / 55.69056° ჩ. გ. 37.79028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ეკლესიის ეგვტერები ნაკურთხია ალექსანდრე ნეველისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხის ტაძარი კუზმინკაში ააგეს 1716-1720 წლებში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დასაცავად, ხატისა, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მამულის მფლობელებმა სტროგანოვებმა გავასცეს მეფე ალექსი მიხეილის ძეს.
ამჟამად მოქმედი მოქმედი ქვის შენობის მშენებლობა ადრეული კლასიციზმის სტილში დაიწყეს 1759 წელს. მშენებლობის ორგანიზატორი იყო მამულის ახალი მფლობელი მიხეილ გოლიცინი. მშენებლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა როდიონ კაზაკოვი, დასრულდა 1784-1787 წლებში. ტაძარი 1812 წელს გაანადგურეს ნაპოლეონის ჯარებმა. ტაძრის აღდგენას ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი არქიტექტორი დომენიკო ჟილიარდი. აღდგენილი ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1813 წელს.
XIX საუკუნის შუა წლებში სამრეკლოზე დაკიდეს საათი, ხოლო მთავარი ტაძარი და მისი ეგვტერები მოაპირკეთეს ახალი მამარილოს კანკელით, რომლის მხატვრობაც ეკუთვნის მიხაილ ბიკოვსკის.
1929 წელს, დახურვის შემდეგ შენობას დააშენეს მესამე სართული აივნით[1]. ტაძრის შიგნით განათავსეს საერთო საცხოვრებელი, შემვეგ სასწავლო უნივერსიტეტის კანტორა. კედლებში გამოჭრეს ახალი ფანჯრები. სამრეკლო დაანგრიეს[1]. შენობის გარემონტება დაიწყეს 1990-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Сорок Сороков. — 3-е изд. — М.: АСТ:, 2005. — Т. 4. — 663 с.