მორჩილი ცოლების კლუბი
მორჩილი ცოლების კლუბი — ქალთა მიერ[1] დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია ისლამურ ღირებულებებზე. მისი მიზანია შექმნას ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობები, ასწავლოს ცოლებს, იყვნენ ქმრის მორჩილება.[2] კლუბის ფილიალები ფუნქციონირებს მალაიზიაში,[3] ინდონეზიაში,[4] სინგაპურში,[5] ავსტრალიაში, ყაზახეთში[6] და იორდანიაში, ასევე იგეგმებოდა ფილიალების გახსნა ინგლისსა და საფრანგეთში.[7][8] 2011 წლის ოქტომბერში კლუბის სახელით გამოიცა წიგნი „ისლამური სექსი“, რომელმაც საკამათო რეაქცია გამოიწვია, რომელშიც, კერძოდ, ეწერა, რომ ცოლები, რათა ისინი ქმრებმა არ მოატყუონ, უნდა გახდნენ „პირველი კლასის მეძავები“ მათთვის.[7] ეს წიგნი აკრძალული იყო ინდონეზიასა და მალაიზიაში.[9] მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მხოლოდ კლუბის წევრებისთვის იყო განკუთვნილი, მისი ზოგიერთი შინაარსი კლუბის გარეთ გახდა ცნობილი და მწვავე დებატები გამოიწვია.
ისტორია
რედაქტირებაკლუბის მსოფლიოში პირველი ფილიალი გაიხსნა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, 2011 წლის 3 ივნისს „Global Ikhwan“-ის მიერ.[7] ორგანიზაციის გამოცხადებული მიზანი იყო დახმარებოდა ქალებს, რომლებსაც სურდათ გამხდარიყვნენ კარგი ცოლები და პროდუქტიული მუშები, მაგრამ მისი მთავარი მიზანი იყო შეეცვალათ მუსლიმი ქალების შეხედულება სექსზე ქორწინებაში.[10] „Global Ikhwan“, რომელმაც ასევე დააარსა კლუბი „Ta'addud al-Zawjata“,[11] რომელმაც გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაცია, მჭიდრო კავშირში იყო ისლამურ სექტასთან „al-Akram“, რომელიც აიკრძალა 1994 წელს.[10]
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაფუძნებულია ისლამურ ღირებულებებზე, მასში გაწევრიანება ნებისმიერ ქალს შეუძლია, მიუხედავად მისი რწმენისა.[12] კლუბი ცოლებს ასწავლის ქმრის მორჩილებას და ამით ებრძვის განქორწინებას, ოჯახში ძალადობას და სხვა სახის სოციალურ პრობლემებს.[3] კლუბის ერთ-ერთი წევრის თქმით, „თუ მამაკაცი ცოლად მოიყვანს საწოლში მეძავივით კარგ ან მასზე უკეთეს ქალს, მაშინ მას არ ექნება მიზეზი მისი მოტყუების. იმის მაგივრად, რომ ქმარს მრუშობის ცოდვისკენ უბიძგოს, ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათი სურვილები დაკმაყოფილდეს“.[12]
წიგნი
რედაქტირება2011 წლის ოქტომბერში კლუბის სახელით გამოიცა 115 გვერდიანი წიგნი „ისლამური სექსი“, რომლის მიზანი იყო ქალების განათლება სექსუალური ურთიერთობების ფიზიკურ და სულიერ ასპექტებში. გავრცელების შემდეგ ამ წიგნს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა,[4] არაერთმა ისლამურმა ორგანიზაციამ[13] მას უწოდა „ჩამორჩენილი“ და „ქალისა და მამაკაცის მიმართ უპატივცემულობა“.[8] კერძოდ, კრიტიკული იყო წიგნში მიცემული რჩევა ცოლებისთვის, მოქცეულიყვნენ ქმრებთან „პირველი კლასის მეძავებივით“.[14] კრიტიკოსების აზრით, წიგნი ხელს უწყობდა ქალების ობიექტურობას და მათზე ზედმეტ პასუხისმგებლობის დაკისრებს.[13] სინგაპურის ისლამური რელიგიური საბჭოს წარმომადგენლის თქმით, „ქორწინებაში ბედნიერება არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით“.[8]
კრიტიკის საპასუხოდ, კლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ წიგნში აღწერილია მხოლოდ სულიერი პრაქტიკა.[15]
ისლამური საფუძველი
რედაქტირებამორჩილი ცოლების კლუბის წევრები თვლიან, რომ ისლამი ხელს უწყობს სექსს ქორწინებაში, მათი თქმით, „ალაჰმა თქვა, რომ ყველა ეს ქმედება არის ჰალალი, სუფთა, ლამაზი და ჰგავს ცოლ-ქმარს შორის ლოცვას“.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В Малайзии открылся клуб послушных жен. ციტირების თარიღი: 2019-04-08
- ↑ Malaysian women launch The Obedient Wife Club. ციტირების თარიღი: 2016-09-09
- ↑ 3.0 3.1 Lai, Isabelle. «Obedient Wives Club to offer sex lessons.» Asiaone. Asia One, 5 June 2011. Web. 10 Apr. 2012. [1] დაარქივებული ოქტომბერი 29, 2017 საიტზე Wayback Machine
- ↑ 4.0 4.1 4.2 Wee, Teo Cheng. «Obedient Wives Club Produces Islamic Sex Guide.» Jakarta Globe. N.p., 13 Oct. 2011. Web. 10 Apr. 2012. [2] დაარქივებული აპრილი 14, 2012 საიტზე Wayback Machine
- ↑ CNN International. «Obedient Wives Club to set up a Singapore chapter | CNNGo.com.» CNN. CNN International, 14 June 2011. Web. 10 Apr. 2012. [3] დაარქივებული სექტემბერი 3, 2012 საიტზე Wayback Machine
- ↑ Pak, Jennifer. «BBC News — Malaysia minister attacks 'Obedient Wives Club'.» BBC. British Publishing Company, 14 June 2011. Web. 10 Apr. 2012. [4] დაარქივებული აგვისტო 2, 2019 საიტზე Wayback Machine
- ↑ 7.0 7.1 7.2 Nye, Catrin. (2011-11-24) Obedient Wives' Club faces criticism in UK. ციტირების თარიღი: 2016-09-09
- ↑ 8.0 8.1 8.2 Hodal, Kate. (2011-07-07) Outrage as Obedient Wives Club spreads across south-east Asia. ციტირების თარიღი: 2016-09-09
- ↑ Jones, Sam. (2011-11-04) Malaysia bans Obedient Wives Club sex manual. ციტირების თარიღი: 2016-09-09
- ↑ 10.0 10.1 Rondonuwu, Olivia, and Razak Ahmad. «Preaching good sex, Obedient Wives Club spreads word across Asia| Reuters.» Reuters India. Reuters, 24 June 2011. Web. 10 Apr. 2012. [5] დაარქივებული ივლისი 1, 2015 საიტზე Wayback Machine
- ↑ Gooch, Liz. «Malaysian Polygamy Club Draws Criticism — NYTimes.com.» The New York Times — Breaking News, World News & Multimedia. N.p., 5 Jan. 2010. Web. 10 Apr. 2012. [6] დაარქივებული ნოემბერი 9, 2020 საიტზე Wayback Machine
- ↑ 12.0 12.1 Ahmad, Razak. «Malaysia’s Obedient Wives Club angers women’s rights groups | FaithWorld.» Analysis & Opinion | Reuters. N.p., 5 June 2011. Web. 10 Apr. 2012.[7] დაარქივებული მაისი 1, 2012 საიტზე Wayback Machine
- ↑ 13.0 13.1 Ryan, Erin Gloria. «„Obedient Wives Club“ Teaches Women Advanced Doormattery Skills.» «Obedient Wives Club» Teaches Women Advanced Doormattery Skills. Jezebel, 5 June 2011. Web. 10 Apr. 2012. [8] დაარქივებული სექტემბერი 27, 2015 საიტზე Wayback Machine
- ↑ Parsons, Rob. «Obedient Wives Club urges women: Be like prostitutes — News — Evening Standard.» London News | London Evening Standard — London’s newspaper. N.p., 23 Nov. 2011. Web. 10 Apr. 2012. [9]თარგი:Недоступная ссылка
- ↑ Chong, Debra. «Obedient Wives Club publishes explicit sex book.» the Malaysian Insider. the Malaysian Insider, 12 Oct. 2011. Web. 10 Apr. 2012. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2012-04-11.