მორფომეტრია
მორფომეტრია (ბერძ. morphe — ფორმა და metreō — ვზომავ) — დედამიწის ზედაპირის რელიეფის რაოდენობრივი მახასიათებელი. მორფომეტრიის ძირითადი მაჩვენებელია რელიეფის ფორმების რიცხობრივი მახასიათებელი: ხაზობრივი, ფართობითი, მოცულობითი; გეომორფოლოგიური მოცემული რაიონების აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეები, დანაწევრების სიღრმე და სიხშირე, ასევე განყენებული მახასიათებელი (მდინარის კალაპოტის კლაკნილობის კოეფიციენტი, სანაპირო ხაზისა და სხვა).
მორფომეტრიული მონაცემები უფრო ხშირად იღებენ ტოპოგრაფიული რუკების შემუშავების გზით, შესაძლებელია ასევე აეროფოტომასალების გამოყენება (სტერეოგრაფიული მეთოდების გამოყენებით).
გაზომვებისა და გამოთვლების საფუძველზე იქმნება სპეციალური მორფომეტრიული რუკები ან რუკების ალბომები. მორფომეტრიული მონაცემები აუცილებელია კონსტრუქციების, გზების, ეროზიასთან ბრძოლის მეთოდებისა და სხვა პროექტირების დროს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მორფომეტრია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)