მორის ლაპიდუსი
მორის ლაპიდუსი (ინგლ. Morris Lapidus; დ. 25 ნოემბერი, 1902, ოდესა — გ. 18 იანვარი, 2001, მაიამი-ბიჩი, ფლორიდა) — ამერიკელი არქიტექტორი, რომლის ტალღოვანმა, ელეგანტურმა ნეობაროკოს სტილის მოდერნისტულმა სასტუმროებმა 1950-იანების მაიამი-ბიჩის საკურორტო ნაგებობების სტილი განსაზღვრა.
მორის ლაპიდუსი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1902[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ოდესა |
გარდ. თარიღი | 18 იანვარი, 2001[1] [2] [3] [4] (98 წლის) |
გარდ. ადგილი | მაიამი-ბიჩი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
აშშ რუსეთის იმპერია რუსეთი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი და Boys and Girls High School |
მნიშვნელოვანი პროექტები | Fontainebleau Miami Beach |
ჯილდოები | National Design Awards |
დაბადებული ოდესაში, იმჟამად რუსეთის იმპერია, მისი ოჯახი, კონსერვატიული ებრაელები, რუსების პოგრომებს ნიუ-იორკში გაექცა, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო. ლაპიდუსმა არქიტექტურა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა. შემდეგ ის გარკვეული პერიოდი გამოჩენილი ბოზ-არტის ფირმა „უორენ ენდ უეტმორში“ მუშაობდა. შემდგომი 20 წელი ის დამოუკიდებლად მუშაობდა კერძო შეკვეთებზე. ამ პერიოდში დაიწყო მან საშვებულებო სასტუმროების დაპროექტება მაიამი ბიჩზე.
მისი პირველი მსხვილი შეკვეთა გახდა მაიამი ბიჩის „სან სუსი ჰოტელი“, რომელსაც მალე მოჰყვა „ნაუტილუსი“, „დი ლიდო“, „ბალტიმორ ტერასი“ და „ალგიერსი“, ყველა კოლინზის ავენიუზე, რამაც თითქმის ერთი ხელის მოსმით განაახლა მთელი კვარტალი. ამ სასტუმროებმა თითქმის მყისიერი წარმატება მოიპოვა. შედეგად, 1952 წელს მან მიიღო შეკვეთა უდიდეს ფეშენებელურ სასტუმროზე მაიამი ბიჩზე, კომპლექსი, რომელთანაც მისი სახელი ყველაზე მჭიდროდაა დღეს დაკავშირებული, „ფონტენბლო ჰოტელი“, რომელსაც მომდევნო წელს მოჰყვა ასევე წარმატებული „დენ როკი“ და „ამერიკანა“ (მოგვიანებით „შერატონ ბალ ჰაბორი“) 1956 წელს.
ლაპიდუსის სტილი იდიოსინკრატული და მყისიერად ცნობადია ფოტოსურათებზე — ტალღოვანი რკალებით, თეატრალური მინათებული „მცურავი“ ჭერებით და ამებასებრი ფორმებით, რომლებსაც ის ”ყველის ნასვრეტებს” (cheeseholes) უწოდებდა. სწორედ მისი მრავალი მცირე პროექტი აძლევს მაიამი ბიჩის კოლინზ ავენიუს მის სტილს, რომელიც პოსტმოდერნიზმის ერთგვარ მოლოდინს ჰგავს. ვიზუალური სტილის მიღმა მის ნამუშევრებში ფუნქციონალიზმის გარკვეული წილიც ურევია. მისი მორკალური კედლები იჭერდა გაუთავებელ ოკეანის ბრიზებს პერიოდში, როდესაც ცენტრალიზებული კლიმატის კონტროლი არ არსებობდა, ხოლო მისეული ინტერიერის გადაწყვეტა მომხმარებლის გამოცდილებაზე ამახვილებდა ფრთხილ ყურადღებას.
„ფონტენბლო“ აგებული იყო, მეტწილად, მომავლისთვის, ჰარვი ფაირსტოუნის მამულზე და მან მაიამი ბიჩის ახალი ოქროს სანაპიროს პეიზაჟი განსაზღვრა. ამ სასტურმოში გადაიღეს 1960 წელს ჯერი ლიუისის „The Bellboy“ (წარმატება ლიუისისა და ლაპიდუსისთვისაც), და ჯეიმზ ბონდის თრილერი „Goldfinger“ (1964). მისი ყველაზე განთქმული ელემენტია ე.წ. ”კიბე არსად” (ინგლ.'Staircase to Nowhere'), რომელიც სინამდვილეში მხოლოდ პალტოს გასახდელთან მიდის, თუმცა ფოიეში თვალისმომჭრელი ჩამოსვლის შესაძლებლობას იძლევა.
მისი ვაჟის, არქიტექტორი ალან ლაპიდუსის, რომელიც მამამისთან 18 წელი მუშაობდა, თქმით:
„მისი თეორიით, თუ შექმნი სცენას და ის გრანდიოზულია, მაშინ ყველა, ვინმც მასზე ფეხს შედგამს, შესაბამის როლს ითამაშებს.“
|
ლაპიდუდის მეუღლე ბეატრისი, რომელთანაც ის 63 წელი ცხოვრობდა, 1992 წელს გარდაიცვალა. თავად ლაპიდუსი ცხრა წლით გვიან გარდაიცვალა, 98 წლის ასაკში, მაიამი ბიჩზე, ფლორიდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Roth L. M. Lapidus, Morris // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T049318