მორდვეთის ავიახაზები

მორდვეთის ავიახაზები (რუს. Авиали́нии Мордо́вии) — იყო ავიაკომპანია რომლის სათაო ოფისი მდებარეობდა სარანსკში მორდვეთის რესპუბლიკაში, რუსეთი. ის რეგიონულ დონეზე ასრულებდა როგორც გეგმიურ და ჩარტერულ რეისებს, ასევე ჩართული იყო საჰაერო გადაზიდვებშიც.[1]

მორდვეთის ავიახაზები
დაარსდა 1992
შტაბ-ბინა სარანსკი, მორდვეთი რუსეთის დროშა

1965 წელს, სსრკს სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ვოლგის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის ქვეშ სარანსკის გაერთიანებული ავიაციის რაზმი შეიქმნა. რაზმი ჩამოყალიბდა პენზის საჰაერო ესკადრილიის "An-2"-ის დანაყოფის ბაზაზე.

1980 წლის იანვარში, An-24-ის ბაზაზე ჩამოაყალიბეს საკუთარი მფრინავების განყოფილება და ხელოვნული B-კლასის საფრენი ხაზი შევიდა ექსპლუატაციაში. აეროპორტი ემსახურებოდა An-2, An-24 და An-26 ტიპის თვითმფრინავებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში სარასკიდან ხორციელდებოდა ფრენები შემდეგი მიმართულებებით: ვოლგოგრადი, ვორონეჟი, გორკი, ივანოვო, იოშქარ-ოლა, ყაზანი, კიევი, კრასნოდარი, კუბიშევი, მოსკოვი, ლენინგრადი, მინერალნიე-ვოდი, პერმი, სარატოვი, დონის როსტოვი, სვერდლოვსკი, სიმფეროპოლი, სოჭი, ტამბოვი, ჩებოქსარი და სხვა ქალაქები.

ავიახაზები ჩამოყალიბდა და ფუნქციონირება დაიწყო 1992 წელს. მანამდე ის აეროფლოტის სარანსკის დივიზიას წარმოადგენდა.[1]

1993 წელს აეროფლოტის დაშლის შემდეგ, სარანსკის OJSC გადაკეთდა ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმოდ (FSUE).

2006 წელს, სარანსკის გაერთიანებული საავიაციო ესკადრილიის გაკოტრების შემდეგ მის ბაზაზე ღია სააქციო საზოგადოება მორდვეთის ავიახაზები შეიქმნა, რომლის აქციების 100%-საც მორდვეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი სახელმწიფო ავტონომიური დაწესებულება „ქონების ფონდი" ფლობდა.[2]

2008 წელს კომპანიამ 17.21 მგავრს მოემსახურა. 2010-ში 20 ათასს, ხოლო 2011-ში 21 ათასს.[3]

2011 წლის ზააფხულის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებდა სოჭის მიმართულებით, ასევე ქონდა ჩარტერლი რეისები რუსეთის სხვა და სხვა ქალაქების მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობდა სპორტული გუნდების ტრანსპორტირებაში, მათ შორის მორდვეთის საფეხბურთო გუნდის.

მას შემდეგ რაც აუდიტმა გამოავლინა წარმოების მაჩვენებლებისა და ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, 2011 წლის 21 ოქტომბერს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს 09/28/2011-ით დათარიღებული აქტის საფუძველზე ავიაკომპანიას ოპერატორის სერთიფიკატი შეუჩერდა,[4] თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გაურკვეველი მიზეზების გამო ისევ აღადგინა სერტიფიკატი.

2012-ში ავიაკომპანია განიხილავდა ფლოტის Ан-140-ით შევსების შესაძლებლობას.[5]

ამ ავიახაზის ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით,[6] 2013 წლის თებერვლამდე მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ხორციელდებოდა რეგულარული რეისები დღეში ორჯერ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო დანარჩენ სამუშაო დღეებში ერთხელ. ამ ფრენების შესასრულებლად ავიკომპანია საკუთარი ავია ფლოტის გარდა იყენებდა RusLine-ის CRJ და CRJ100/200-ს.

2013 წლის 12 თებერვალს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუარესებისა და მორდვეთის ავიახაზების მენეჯმენტში გამოვლენილი ხარვეზების გამო საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვიტა გაეუქმებინა ავიაკომპანიის ოპერირების სერტიფიკატი. 2013 წლის გაზაფხულზე ავიახაზემა მისი ბოლო ფრენა შეასრულა.

2013 წლის 13 თებერვალს რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაუუქმა კომპანიას ოპერირების ლიცენზია. გამოვლენილი იყო პილოტების სამუშაო დროის ლიმიტების დარღვევები.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Flight International 12–18 April 2005
  2. ОАО «АВИАЛИНИИ МОРДОВИИ»
  3. Людмила Аристова (2012-07-19). „Саранск расправляет крылья“. Коммерсантъ. Коммерсант.ru. ციტირების თარიღი: 2016-02-13.
  4. Справка по состоянию сертификатов эксплуатантов, осуществляющих коммерческие воздушные перевозки от 24.10.2011 დაარქივებული 2012-01-03 საიტზე Wayback Machine.
  5. Авиалинии Мордовии планируют закупить у Авиакора три Ан-140 (АвиаПорт). ციტირების თარიღი: 2021-06-29
  6. Прямые рейсы в Москву за час на современных СRJ 100/200 დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
  7. Росавиация аннулировала сертификат эксплуатанта ОАО "Авиалинии Мордовии".