მოონზუნდის ოპერაცია (1944)
მოონზუნდის ოპერაცია — ლენინგრადის ფლოტისა და ბალტიის ფლოტის სადესანტო ოპერაცია 1944 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მოონზუნდის არქიპელაგის კუნძულების გასათავისუფლებლად დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს. საზღვაო დესანტის ქვეითმა ჯარმა 27 სექტემბერს დაიკავა კ. ვორმსი. საზღვაო დესანტმა 29-30 სექტემბერს ხელთ იგდო კ. მუჰუ, 2-3 ოქტომბერს — კ. ჰიიუმაა. 5 ოქტომბერს ფლოტისა და ავიაციის მხარდაჭერით საზღვაო დესანტი კ. საარემაიას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე გადავიდა. 24 ნოემბრისთვის დასრულდა მოონზუნდის კუნძულების გათავისუფლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 15.