მონღოლოიდური რასა
მონღოლოიდური რასა — აზიურ-ამერიკული რასა, თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი რასა. ახასიათებს კანის მუქი, ხშირად მოყვითალო ფერი, სწორი, უხეში თმა, სუსტად განვითარებული წვერ-ულვაში, სუსტად გამოხატული, დაბალუნაგირიანი ცხვირი, ბრტყელი სახე, მკვეთრად გამოხატული ყვრიმალები, ზემო ქუთუთოზე ძლიერ განვითარებული ეპიკანთუსი. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ინდონეზიაში, ციმბირსა და ამერიკაში. ამ დიდი რასის ძირითადი ქვედანაყოფებია ჩრდილოაზიური, არქტიკული, შორეულაღმოსავლური, სამხრეთაზიური და ამერიკული რასები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 114-115.