მონტე-კარლო (2011 წლის ფილმი)
(გადამისამართდა გვერდიდან მონტე კარლო (2011 წლის ფილმი))
მონტე კარლო (ინგლ. Monte Carlo) — ამერიკული რომანტიკული კომედია. გადაღებები პარიზში, მონაკოსა და ბუდაპეშტში მიმდინარეობდა. დაიწყო 5 მაისს ბუდაპეშტში და 7 ივლისამდე გასტანა.
„მონტე კარლო“ | |
---|---|
რეჟისორი | ტომას ბეზუჩა |
პროდიუსერი |
ნიკოლ კიდმანი ელისონ გრინსპენი პერ საარი რიკ შვარცი |
სცენარის ავტორი |
ტომ ბეზუჩა ეპრილ ბლეირი |
როლებში |
სელენა გომეზი ლეიტონ მისტერი კეტი კესიდი კეტრინ ტეიტი კორი მონტითი ენდი მაკდაუელი პიერ ბაულენგერი ლუკ ბრეისი ბრედ კალენი |
კომპოზიტორი | მაიკლ ჯაკინო |
ოპერატორი | ჯონათან ბრაუნი |
სტუდია |
New Regency Productions Regency Enterprises Dune Entertainment Walden Media |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სამი ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა (ლეიტონ მისტერი, კეტი კესიდი, სელენა გომეზი) აიხდენს ოცნებას და პარიზში სამოგზაუროდ მიფრინავს. მაგრამ მათი მოგზაურობა დიდ თავგადასავლად იქცევა. ისინი ერთ-ერთი სასტუმროს მისაღებში აღმოჩნდებიან, სადაც ერთ-ერთი მათგანი მდიდარი ბრიტანელის მემკვიდრეში აერევათ. სანამ გოგონებს მიეცემათ შანსი, გაამხილონ საკუთარი ვინაობა ისინი მშვენიერ დროს ატარებენ ლიმუზინებით სეირნობითა და პირადი თვითმფრინავებით მოგზაურობით.
როლებში
რედაქტირება- სელენა გომესი − გრეისი
- კეტი კესიდი − ემა
- ლეიტონ მისტერი − მეგი
- პიერ ბაულენგერი − ტეო
- კორი მონტითი − ოუვენი
- ლუკ ბრეისი − რაილი
- ენდი მაკდაუელი − გრეისის დედა
- ბრედ კალენი − რობერტი