მონტე-ალბანი
მონტე-ალბანი (ესპ. Monte Albán) — კოლუმბამდელი მსხვილი დასახლება სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს დაბალ მთიან ქედზე, ოახაკის ხეობის ცენტრალურ ნაწილში. შტატის დედაქალაქ ოახაკა-დე-ხუარესიდან დასავლეთით 9 კილომეტრზე.
მონტე-ალბანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 415 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 415 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სამოქალაქო-საცერემონიო ცენტრი მონტე-ალბანი მდებარეობს ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრზე.
მონტე-ალბანი წარმოადგენს ყველაზე პირველ ქალაქს მეზოამერიკაში, რომელიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში თამაშობდა მთავარ როლს საპოტეკების ცივილიზაციის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. მონტე-ალბანი დაარსდა შუა კლასიკურამდელ პერიოდში დაახლ. ძვ. წ. 500 წელს, ხოლო ძვ. წ. 100 – ახ. წ. 200 წწ. იგი უკვე ოახაკის მთიანეთში მდებარე სახელმწიფოს დედაქალაქია. ქალაქმა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა კლასიკური პერიოდის დასასრულს (დაახლ. 500–750) და პრაქტიკულად აღმოჩნდა მიტოვებული.
1987 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Minnesota State University website დაარქივებული 2006-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Virtual Monte Albán დაარქივებული 2006-11-06 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Monte Albán Digital Media Archive დაარქივებული 2009-09-05 საიტზე Wayback Machine.
- Mexican and Central American Archaeological Projects დაარქივებული 2006-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Metropolitan Museum of Art (NY) website