მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმი მონრეალში, კვებეკში, კანადა

მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ფრანგ. Musée des beaux-arts de Montréal) — ხელოვნების მუზეუმი მონრეალში, კვებეკში, კანადაში. ფართობით ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმი კანადაში. მუზეუმი მდებარეობს შერბრუკის ქუჩის ისტორიული ოქროს მოედნის მონაკვეთზე.

მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
45°29′56″ ჩ. გ. 73°34′47″ დ. გ. / 45.49915000° ჩ. გ. 73.57975806° დ. გ. / 45.49915000; -73.57975806
დაარსდა 1860 წელს
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა მონრეალი[1]
კლასიფიკაცია სამხატვრო მუზეუმი
ვიზიტორები 1.3 მილიონი (2017)[2]
დირექტორი ნატალი ბონდილი
პრეზიდენტი კეროლაინ ბონდსი
ოფიციალური საიტი mbam.qc.ca/en/
Map

მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმის შენობა მთლიანობაში იკავებს 53,095 კვადრატულ მეტრს, აქედან 13,000 მეტრი დათმობილი აქვს უშუალოდ საგამოფენო სივრცეს. 2013 წელს კოლექცია მოიცავდა დაახლოებით 44,000 ნამუშევარს. [3]

მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი არის ფართომასშტაბიანი გამოფენების ორგანიზატორთა საერთაშორისო ჯგუფის, [4] ცნობილი როგორც Bizot Group, წევრი, ეს ფორუმი საშუალებას აძლევს მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ლიდერებს გაცვალონ ნამუშევრები და გამოფენები.

დაარსდა 1860 წელს, არის კანადის უძველესი ხელოვნების მუზეუმი. [5]

დასაწყისი

რედაქტირება
 
საგამოფენო ოთახი, სამხატვრო გალერეა, მონრეალი, 1879 წელი

დაარსდა 1860 წლის აპრილში, ანგლიკანური ეპისკოპოსის, ფრენსის ფულფორდის მიერ, მონრეალის ხელოვნების ასოციაცია შეიქმნა „ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სახვითი ხელოვნების დაფასების წახალისების მიზნით“. [6]

ვინაიდან მუზეუმს არ ჰქონდა მუდმივი საგამოფენო სივრცე, ასოციაციას არ შეეძლო ახალი ნახატების და ნამუშევრების შეგროვება კოლექციისთვის. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, ორგანიზაციას არ ჰქონია ზუსტი ლოკაცია, ამ დროის განმავლობაში მისი შოუები და გამოფენები იმართებოდა მონრეალის სხვადასხვა ადგილას. [7]

1877 წელს ხელოვნების ასოციაციამ მიიღო განსაკუთრებული საჩუქარი მონრეალის ბიზნესმენის, ბენაი გიბისგან. [8] მან მუზეუმს გადასცა თავისი ხელოვნების კოლექციის ბირთვი, რომელიც შედგებოდა 72 ტილოსა და 4 ბრინჯაოსგან. გარდა ამისა, მან მონრეალის დაწესებულებას გადასცა ფილიპსის მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე შენობა-ნაგებობა და 8,000 დოლარი. ფულადი საჩუქარი იმ პირობით იყო, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილზე აშენდებოდა ახალი მუზეუმი. [9] 1879 წლის 26 მაისს, კანადის გენერალურმა გუბერნატორმა სერ ჯონ დუგლას საზერლენდ კემპბელმა, გახსნა მონრეალის სამხატვრო ასოციაციის სამხატვრო გალერეა, პირველი შენობა კანადის ისტორიაში, რომელიც აშენდა სპეციალურად ხელოვნების კოლექციის განთავსების მიზნით. [10] ფილიპსის მოედნის სამხატვრო გალერეა შექმნილია ჰოპკინსისა და ვილის არქიტექტურული ფირმის მიერ. [11] მოიცავდა საგამოფენო ოთახს, სამკითხველო ოთახს, ასევე ლექციების დარბაზსა და ემბრიონის სამხატვრო სკოლას. მუზეუმი გაფართოვდა 1893 წელს დამფუძნებელი წევრის გ. დრუმონდის ძმისწულის, ენდრიუ ტომას ტეილორის მიერ, მოქანდაკე ჰენრი ბომონტის დეკორატიული მოჩუქურთმებით. [12] სამხატვრო ასოციაციამ გამოფინა ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ასევე საგაზაფხულო კუთხე, რომელიც მიეძღვნა ცოცხალი კანადელი მხატვრების ნამუშევრებს.

ბიზნესმენ ბენაია გიბის მიერ გაკეთებული შემოწირულობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მუზეუმის კოლექციის დაარსებისთვის. გულუხვი საჩუქარი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა და ამის გამო შემოწირულობები გამრავლდა.

კოლექცია

რედაქტირება

1892 წელს, ჯონ ვ. ტემპესტმა, მუზეუმს აჩუქა სამოცი ზეთის ნახატი და აკვარელი, ასევე დაეხმარა ფულადი სახსრებით, რათა მუზეუმს ხელოვნების ნიმუშები შეესყიდა. ეს იყო შემოსავლის მთავარი წყარო, რომლითაც მუზეუმმა 1950-იან წლებამდე ევროპული ნახატების მოპოვება შეძლო. [13]

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდი ხელოვნების კოლექციები, რომლებიც ეკუთვნის მონრეალის ბევრ გამოჩენილ ოჯახს, გაიფანტა საერთო მემკვიდრეობით. თუმცა, ზოგიერთმა მემკვიდრემ დიდი შემოწირულობები გაუკეთა მუზეუმს, სხვათა შორისაა დრამონდის, ანგუსის, ვან ჰორნისა და ჰოსმერის ოჯახები. [13] 1927 წელს, 300 -ზე მეტი ნივთის კოლექცია, მათ შორის 150 ნახატი, შემოწირული იყო ბარონ სტრატკონას შთამომავლების და მთა როიალის მიერ . [13]

1917 წელს მონრეალის სამხატვრო ასოციაციამ შექმნა განყოფილება, რომელიც ეძღვნება დეკორატიულ ხელოვნებას. განყოფილება კურატორი 1917 წლიდან 1962 წლამდე, იყო ფრედერიკ კლევლენდ მორგანი. მორგანმა კოლექციაში შეიტანა 700-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომელთაგან ზოგი შემოწირულობის სახით გადაეცა მუზეუმს.[14] მან ასევე გააფართოვა მუზეუმის მანდატი, სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილი ენციკლოპედიური მუზეუმი.

1955 წელს მუზეუმმა მოიპოვა ჰორსლისა და ენი ტაუნსენდის მემკვიდრეობიდან საჭირო თანხები, რითაც მუზეუმმა კანადური და უცხოური ხელოვნების ნამუშევრების შეძენა შეძლო. ჯოზეფ არტურ სიმარდიმ, 1959 წელს მუზეუმს შესთავაზა 3000 იაპონური საკმევლის კოლოფის კოლექცია, რომელიც ეკუთვნოდა ფრანგ სახელმწიფო მოღვაწეს ჟორჟ კლემენსოს. [15]

1960 წელს მონრეალის სამხატვრო ასოციაციის დაარსების ასი წლისთავი აღინიშნა, კოლექციიდან შერჩეული ნამუშევრების კატალოგის და მუზეუმის სახელმძღვანელოს გამოქვეყნებით.

1972 წლის 4 სექტემბერს მუზეუმი გაქურდეს. წაიღეს ორმოცდაათი ნივთი, მათ შორის თვრამეტი ნახატი, ნახატები ეკუთვნოდა პიტერ პოლ რუბენსის, რემბრანდტის, ჟან-ბატისტ-კამილ კოროტისა და ეჟენ დელაკრუას.

კოლექციონერებმა რენატამ და მიხალ ჰორნშტეინმა დიდი წვლილი შეიტანეს მუზეუმის საქმიანობაში. კოლექციებსს შორისაა ძველი ოსტატების ნამუშევრები, ასევე შვეიცარიელი მხატვრის ფერდინანდ ჰოდლერის ნახატების რამდენიმე უდიდესი კოლექცია. [16]

ლილიან სტიუარტმა 2000 წელს, მუზეუმის კოლექციას გადასცა 5000-ზე მეტი ნივთი, რომელთა სავარაუდო ღირებულება 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://hedendaagsesieraden.nl/2022/08/17/musee-des-arts-decoratifs-de-montreal/
  2. Steuter-Martin, Marilla (16 January 2018). „Montreal Museum of Fine Arts brings in record 1.3 million visitors“. CBC News. ციტირების თარიღი: 23 March 2018.
  3. 2012-13 Annual Report. Montreal Museum of Fine Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2021-09-06.
  4. Bizot Policy Statement. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2016. ციტირების თარიღი: February 16, 2013
  5. Montreal Museum of Fine Arts [https://web.archive.org/web/20210906101431/https://www.mbam.qc.ca/en/explore-the-museum/about-the-museum/ დაარქივებული 2021-09-06 საიტზე Wayback Machine. "The story of the Montreal Museum of Fine Arts"
  6. Georges-Hébert Germain, Un musée dans la ville.
  7. Georges-Hébert Germain, Un musée dans la ville.
  8. fr:Benaiah Gibb
  9. Georges-Hébert Germain, Un musée dans la ville.
  10. Georges-Hébert Germain, Un musée dans la ville.
  11. "Hopkins, John William."
  12. Wagg, Susan. 2014.
  13. 13.0 13.1 13.2 Guide des collections du musée des beaux-arts de Montréal, 2003, p. 19.
  14. Guide des collections du musée des beaux-arts de Montréal, 2003, p. 21.
  15. Musée des beaux-arts de Montréal - De l'Art Association of Montreal au musée des beaux-arts de Montréal fr. Montreal Museum of Fine Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-01. ციტირების თარიღი: 2021-09-06.
  16. Guide des collections du musée des beaux-arts de Montréal, 2003, p. 22.