მონანიება (რომანი)

იენ მაკიუენის რომანი

მონანიება (2001) (ინგლ. Atonement) — ბრიტანელი ავტორის იენ მაკიუენის 2001 წლის მეტაფიქციური რომანი.

„მონანიება“
Atonement

წიგნის გარეკანი
ავტორი იენ მაკიუენი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
გამომცემელი ჯონატან კეიპი
გამოცემის თარიღი 2001
მედია ნაბეჭდი
წინამორბედი ამსტერდამი
ISBN ISBN 0-224-06252-2 (პირველი გამოცემა)

რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის. მწერალი ნაწარმოებში იყენებს რამდენიმე სტილისტურ ტექნიკას, მათ შორის მეტაფიქციასა და ფსიქოლოგიურ რეალიზმს.

„მონანიება“ ფართოდაა მიჩნეული, როგორც მაკიუენის ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოები. რომანი წარდგენილი იყო 2001 წლის ბუკერის პრემიაზე (მოხვდა საუკეთესო ექვსეულში).[1] 2010 წელს ჟურნალმა „The Times“-მა „მონანიება“ დაასახელა 1923 წლიდან 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის.

2007 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც ოსკარის მფლობელი გახდა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1935 წლის ზაფხულის ერთ დღეს 13 წლის ბრაიონი ტალისი თავისი უფროსი დის, სესილია ტალისისა და სამხედრო მსახურის ვაჟის, რობი ტერნერის სასიყვარულო ურთიერთობის მომსწრე ხდება. ეს ფაქტი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრაიონიზე, რომ საბოლოოდ მას დანაშაულის გზაზე აყენებს; დანაშაულის, რომლის შემდგომაც მისი და მის გარშემო მყოფთა ცხოვრება რადიკალურად იცვლება; დანაშაულის, რომლის მონანიებასაც მეორე მსოფლიო ომის ქაოსი გასდევს თემად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Atonement, http://www.themanbookerprize.com/prize/books/69. წაკითხვის თარიღი: 1 July 2013