მონადირე: ზამთრის ომი (ინგლ. The Huntsman: Winter's War) — 2016 წლის ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის მოქმედებითი სათავგადასავლო ფილმი. ფილმი არის ფიფქია და მონადირეს (2012) მეორე ნაწილი, სადაც მოქმედებები ხდება პირველი ფილმის შემდეგ და მანამდე. ზამთრის ომი ასევე არის სედრიკ ნიკოლას-ტროიანის სარეჟისორო სადებიუტო ნაწარმოები, რომლეიც პირველ ფილმზე ვიზულაური ეფექტების ზედამხედველი იყო. სცენარი დაწერილი კრაიგ მაცინისა და ევან სპილიოტოპოულისის მიერ, ხოლო პერსონაჟები ევან დაიგჰეტიმ შექმნა. პირველი ფილმის მსგავსად ფილმში როლებს ასრულებენ: კრის ჰემსვორთი, შარლიზ ტერონი, ნიკ ფროსტი და სემ კლაფლინი. ფილმში ასევე წარმოდგენილია ახალი პერსონაჟები, რომლებსაც ემილი ბლანტი, ჯესიკა ჩესტეინი და რობ ბრაიდონი განასახიერებენ.

მონადირე: ზამთრის ომი

ფოტოსურათი ფილმის გადასაღები მოედნიდან
ინგლ. Snow White and the Huntsman
რეჟისორი სედრიკ ნიკოლას-ტროიანი
პროდიუსერი ჯო როთი
როლებში
კომპოზიტორი ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
მწარმოებელი კომპანია Roth Films
Perfect World Pictures
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი

29 მარტი, 2016 (ჰამბურგი)

22 აპრილი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 114 წუთი
120 წუთი (გაფართოებული ვერსია)
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 115 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 165 მილიონი აშშ დოლარი

მონადირე: ზამთრის ომის პრემიერა შედგა ჰამბურგში 2016 წლის 29 მარტს, ხოლო აშშ – ში გამოვიდა 2016 წლის 22 აპრილს, Universal Pictures– ის მიერ. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად უარყოფითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსთა დიდი ნაწილი აქებდა მსახიობთა შესრულებას და ვიზუალურ ეფექტებს, მაგრამ მაინც ფიქრობდნენ, რომ ფილმის გამოშვება საჭირო არ იყო. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 165 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 115 მილიონი დოლარის ბიუჯეტით.

წარმოებარედაქტირება

განვითარებარედაქტირება

თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფიფქია და მონადირის ფილმის გაგრძელება, რომლის რეჟისორიც კვლავ რუპერტ სანდერსი იქნებოდა.[1] გაგრძელების გეგმები 2012 წლის აგვისტოში შეიცვალა და გადაწყდა, რომ ფილმი კონცენტრირებული იქნებოდა მონადირეზე.[2] კომპანიამ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაცხადა, რომ ისინი არ იმუშავებდნენ გაგრძელებაზე.[3] სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ Universal Pictures-მა მუშაობა დაიწყო ფილმის გაგრძელებაზე,[4] სადაც სტიუარტი კვლავ შეასრულებდა თავის როლს, ხოლო სანდერსი რეჟისორად აღარ იქნებოდა.[5] დაიწერა სცენარი და გადაწყდა, რომ წარმოება დაიწყებოდა 2013 წელს,[6] ხოლო ფილმი გამოვიდოდა 2015 წელს.[7] 2014 წლის 4 ივნისს Deadline– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრენკ დარაბონტი, გევინ ო'კონორი და ანდრეს მუშჩიეტი განიხილებოდნენ ფილმის რეჟისორის პოსტზე.[8] 2014 წლის 26 ივნისს Deadline- მა დაადასტურა, რომ დარაბონტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა გაგრძელების რეჟისორობისთვის.[9]

2014 წლის 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ფილმის სახელწოდება იქნებოდა მონადირე და მასში სტიუარტი ფიფქიას არ განასახიერებდა.[10][11] ორი წლის შემდეგ სტიუარტმა თქვა, რომ მან თავისი ნებით დატოვა როლი და სტუდიას მისი სცენებისთვის არქივის გამოყენება ურჩია.[12] ჰემსვორტი და თერონი ფილმში კვლავ შეასრულებდნენ როლებს, ხოლო ახალი პერსონაჟის როლზე ემილი ბლანტს განიხილავდნენ.[13] 2015 წლის 20 იანვარს დადასტურდა, რომ ფილმის რეჟისორი იყო ვიზუალური ეფექტების სპეციალისტი სედრიკ ნიკოლას-ტროიანი.[14]

გადაღებებირედაქტირება

ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის 6 აპრილს.[15] გადაღებები შედგა სარის საგრაფოში, ინგლისში, 2015 წლის აპრილში.[16] გადაღებები მიმდინარეობდა 2015 წლის მაისიდან ივლისამდე ინგლისში, ვინდსორის გრეიტ პარკში და ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამხრეთ ტყე და ირმების პარკი, სნოუ ჰილთან ახლოს.[17] გადაღებები ასევე მიმდინარეობდა ეპისკოპოსის სასახლესა და ადგილობრივ კათედრალში.[18][19] 2015 წლის ივლისში გადაღებები ასევე გაიმართა ფაზლვუდში, დინის ტყეში.[20]

რესურსები ინტერენტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Fleming Jr, Mike (June 7, 2012). „Universal Gets Rolling On 'Snow White And The Huntsman' Sequel“. Deadline.com. ციტირების თარიღი: August 28, 2018.
  2. Kim Masters (აგვისტო 14, 2012). „Kristen Stewart Dropped from 'Snow White' Sequel Plans (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2013. ციტირების თარიღი: აგვისტო 15, 2012.
  3. Ann Lee (აგვისტო 14, 2012). „Kristen Stewart hasn't been dropped from Snow White sequel, says studio“. Metro. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2012. ციტირების თარიღი: აგვისტო 16, 2012.
  4. Sieczkowski, Cavan. (December 21, 2012) Kristen Stewart Confirmed For 'Snow White And The Huntsman' Sequel: 'I'm So Excited'. The Huffington Post. ციტირების თარიღი: December 26, 2012
  5. Sen, Abhijeet. (November 20, 2012) Kristen Stewart to star in 'Snow White' sequel sans cheating director. RealBollywood.com. ციტირების თარიღი: April 20, 2013
  6. Sieczkowski, Cavan. (December 21, 2012) Kristen Stewart Confirmed For 'Snow White And The Huntsman' Sequel: 'I'm So Excited'. ციტირების თარიღი: December 26, 2012
  7. Chitwood, Adam. (April 16, 2013) Universal Aiming for 2015 Release for Snow White and the Huntsman 2; "Actively Working" on Next Bourne. collider.com. ციტირების თარიღი: April 20, 2013
  8. Fleming, Jr, Mike. (June 4, 2014) 'Huntsman 2′ Helmer Short List: Frank Darabont, Gavin O'Connor, Andy Muschietti. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: June 4, 2014
  9. Fleming, Jr, Mike. (June 26, 2014) Frank Darabont In Talks To Direct 'Snow White And The Huntsman 2′. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: June 26, 2014
  10. „Universal's Snow White Prequel 'Huntsman' Targets April 2016 Release“. Deadline Hollywood. ივლისი 31, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2014. ციტირების თარიღი: აგვისტო 1, 2014.
  11. Dickson, Evan. (July 31, 2014) The Huntsman Prequel Set For April 2016, The Mummy Moves to June. Collider.com. ციტირების თარიღი: March 2, 2017
  12. Reyes, Mike. (June 2016) Why Kristen Stewart Was Happy To Not Be Part Of The Huntsman: Winter's War. CinemaBlend. ციტირების თარიღი: March 2, 2017
  13. Fleming Jr, Mike (January 16, 2015). „Frank Darabont Exits 'The Huntsman'; Emily Blunt Still Circling“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: January 17, 2015.
  14. Kroll, Justin (January 20, 2015). „Cedric Nicolas-Troyan to Replace Frank Darabont as 'Huntsman' Director“. variety.com. ციტირების თარიღი: January 21, 2015.
  15. Panosian, Diane (აპრილი 6, 2015). „On the Set for 4/6/15: 'Captain America: Civil War' & 'The Huntsman' Start Shooting, Ryan Coogler Wraps 'Rocky' Sequel 'Creed'. ssninsider.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2015. ციტირების თარიღი: აპრილი 6, 2015.
  16. Surrey Film Locations. SurreyLife (22 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 28 June 2015
  17. „The Huntsman filming starts as Chris Hemsworth, Emily Blunt don Medieval costumes on set; Extras needed for filming“. vcpost.com. July 6, 2015. ციტირების თარიღი: July 7, 2015.
  18. „The Huntsman filming starts as Chris Hemsworth, Emily Blunt don Medieval costumes on set; Extras needed for filming“. vcpost.com. July 6, 2015. ციტირების თარიღი: July 7, 2015.
  19. Hollywood film set in Wells includes fake castle (July 8, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 25, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2020. ციტირების თარიღი: December 2, 2015
  20. Show business: Hollywood visits Gloucestershire to film Huntsman movie at Puzzlewood. South West Business. ციტირების თარიღი: 21 July 2015