მონადირეები თოვლში (ბრეიგელი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მონადირეები თოვლში (ნიდერლ. Jagers in de Sneeuw) ასევე ცნობილი, როგორც მონადირეების დაბრუნება 一 მეთექვსმეტე საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, პიტერ ბრეიგელ უფროსის 1565 წლის ხეზე შესრულებული ნახატი. წარმოადგენს ჩრილოევროპული რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარს და ერთიანდება კატალოგში, სახელად წელიწადის დროები, რომლიდანაც ბრეიგელის კიდევ ხუთი სხვა ნახატია შემორჩენილი. ნამუშევრის ორიგინალი ინახება ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში.

მონადირეები თოვლში
Jagers in de Sneeuw
ავტორი პიტერ ბრეიგელი (უფროსი)
წელი 1565
კატალოგი 52A, 30 და 137
ტიპი ზეთით შესრულებული
სიმაღლე 117 სმ
სიგანე 162 სმ
ქალაქი ვენა
მუზეუმი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

მონადირეები თოვლში და, აგრეთვე, ყველა ის ნახატი, რომელიც ბრეიგელის ამ ციკლში ერთიანდებიან, წარმოადგენენ შუა საუკუნეებსა და ადრეული რენესანსის ეპოქაში აღქმულ წელიწადის დროებს, რომელთაც თან სხვადასხვა აქტივობები ერთვით.

აღწერა და კომპოზიცია

რედაქტირება

ნახატზე ასახულია ზამთრის პეიზაჟი, სადაც მონადირეთა ჯგუფი, თავიანთ ძაღლებთან ერთად, ნადირობიდან შინ ბრუნდებიან. ნახატზე კარგად დაკვირვებისას, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მონადირეები დაღლილები არიან, ხოლო ძაღლები სოფლისკენ თავჩაღუნულნი და მოწყენილნი მიიწევენ. მონადირეთაგან ერთ-ერთი ატარებს მელიის სხეულს მიათრევს, რითაც აქცენტი კეთდება ნადავლის სიმცირეზე. მონადირეთა თვალწინ, თოვლში, ნათლადაა გამოსახული კურდღლის ნაკვალევი, რომელიც, დიდი ალბათობით, მონადირეებს დაუსხლტა. საერთო ვიზუალური თვალსაზრისით, შთაბეჭდილება ცივია, იმის ფონზე, რომ თოვლს მოღრუბლულობაც ერთვის თან; ნახატზე, ძირითადად, ჭარბობენ ნაცრისფერი და სხვა მუქი ფერები, გარდა ამისა, გამოსახულია მოშიშვლებული ხეების მთელი მწკრივი. მონადირეების მარცხენა მხარეს, რამდენიმე ადამიანი ამზადებს საჭმელს, რისთვისაც ისინი ცეცხლს ანთებენ.

ნახატზე გამოსახულია ყვავთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მთელი ნაწილი ხეებზე ზის, ხოლო ნახატის ცენტრში აგრეთვე დაფრინავს კაჭკაჭი. ბრეიგელი ხშირად მიმართავს ამ ორ ფრინველს ბოროტების გამოსახატავად, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჰოლანდიურ კულტურაში კაჭკაჭი ეშმაკთან ასოცირდება.[1]

ლანდშაფტის აგებულება ბრტყელძირაა, რომელიც დაღმართში გადადის, ამ უკანასკნელის ბოლოს კი მთები და კლდოვანი სისტემა წარმოადგენს, რომელიც შესამჩნევადაა დაკბილული. აგრეთვე შესანიშნია წყლის წისქვილი, რომელსაც ბორბალი გაჰყინვია. შორს ბავშვები ციგურებით ყინულზე სრიალებენ, ზოგი მათგანიც ჰოკეისსა და კერლინგს თამაშობს, თუმცა პიროვნებათა სახეები არ ჩანს, მათი მხოლოდ სილუეტებია ნახატზე ასახული.[2]

ინტერპრეტაცია და მიღება

რედაქტირება

მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1560-იან წლებში, ნიდერლანდები რელიგიურ ომში იყო ჩაფლული. ერთი ვერსიით, ბრეიგელი ვერ ასცდა ამ მწვავე საკითხს და აღნიშნული ნახატით შეეცადა წარმოეჩინა, როგორი იყო მისი სახელმწიფო ომამდე, ან როგორი უნდა ყოფილიყო, მისი აზრით, რეალობაში. ხელოვნების ისტორიკოსი, მარტინ კემპი ჟურნალ Nature-ის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ „საშობაო ბარათებისთვის ალბათ არ არსებობს უფრო პოპულარული „საერო“ თემა, ვიდრე მონადირეები თოვლში“.[3] ნახატი იქცა შთაგონების წყაროს მოდერნისტი პოეტისთვის 一 უილიამ კარლოს უილიამსი 一 შეექმნა ამავე სახელწოდების ლექსი.[4] ნახატის იდეა ფართოდაა გამოყენებული საბჭოთა რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის ფილმებში 一 სოლარისი (1972) და სარკე (1974) 一 და ლარს ფონ ტრიერის 2011 წლის ფილმში 一 მელანქოლია. ნამუშევარი, აგრეთვე, იქცა შთაგონების წყაროდ როი ანდერსონისთვის, გადაეღო ფილმი 一 მტრედი იჯდა ტოტზე და ფიქრობდა არსებობაზე (2014).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2018) Pieter Bruegel the Elder and Religion. Leiden and Boston: Brill, გვ. 265. ISBN 9789004367579. 
  2. Wolf, Manfred. (2018-10-20) Pieter Bruegel - Meister der Beobachtung de. ციტირების თარიღი: 2022-10-24
  3. Kemp, Martin (December 2008). „Looking at the face of the Earth“. Nature. 456 (18): 876. Bibcode:2008Natur.456..876K. doi:10.1038/456876a.
  4. Williams, William Carlos. The Hunter in the Snow. Emory University. ციტირების თარიღი: 13 December 2018