პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:56, 23 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი

Osu!

რედაქტირება

გამარჯობა, MisterWinster, მადლობა სტატიის შექმნისთვის. ვიხილე იგი და განვახორციელე რამდენიმე ცვლილება, სავარაუდოდ, ნახავდით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სტატიის შექმნის შემდეგ ენათშორისო ბმულების მითითება. რაც საკმაოდ მარტივია. მარცხნივ, სადაც ჩამოთვლილია მთავარი გვერდი, თემატური ძიება და ა.შ. ქვემოთ წერია ენები, იქვეა ბმულების დამატება. დააჭერთ ბმულების დამატებას, ზედა ველში აარჩევთ ერთ-ერთ ვიკიპედიას (მაგ. enwiki) და ქვედა ველში ჩაწერთ როგორაა ეს სტატია იმ ვიკიპედიაში. სულ ესაა. აგრეთვე, როცა სტატიას ქმნით, ნუ იყენებთ კლავიატურაზე მყოფ დეფისს, აი ამას -. უნდა გამოიყენოთ ეს დეფისი — რომელიც მოცემულია რედაქტირების ველის ქვემოთ, დამატებითი ნიშნების სიაში. პატივისცემით --Jafara777 განხილვაწვლილი 11:34, 30 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობა, სტატიის შექმნის შემდეგ საერთაშორისო ბმულებს ვუთითებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეტყობა ცოტა დამაგვიანდა და დამასწარით. ისე მადლობა დახმარებისთვის და რედაქტირებისთვის გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს. --MisterWinster განხილვაწვლილი 11:37, 30 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი
აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს დავემხაროთ.   წარმატებები  --Jafara777 განხილვაწვლილი 11:42, 30 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი