გაფრთხილება ვიკიპედიაში აკრძალულია საიტების რეკლამირება. ამასთან, სტატიები საკუთარ განხილვაში არ იწერება!

BH განხილვაწვლილი 13:56, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გაფრთხილება გასაგებ ენაზე აგიხსენით - სტატიები საკუთარ პროფილში არ იქმნება. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ბიზნესისა და ჰობის (საიტის სახით) რეკლამირება არავიკიპედიურ სტატიად განიხილება!

BH განხილვაწვლილი 14:25, 18 თებერვალი 2011 (UTC) პასუხი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

BH განხილვაწვლილი 06:37, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რუსთავის ფორუმი

რედაქტირება
რუსთავის ფორუმი.
 
საიტი Rustavelebi.ge
რეგისტრაცია უფასო
ხელმისაწვდომი ენა ქართული
მფლობელი რამაზ მაჭარაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ფორუმი (Rustavelebi.ge) ძირითადად მოტივირებულია ქ. რუსთავზე, ამ სოციალური ქსელით სარგებლობა ყველასთვის შესაძლებელია, სადაც არა მარტო ადგილობრივი საკითხები განიხილება. საიტი ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობისთვის.

რუსთავის ფორუმს აქვს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომლის დაცვა ევალება ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს.

საიტი ქსელში გაეშვა 2008 წლის 27 დეკემბერს.

რუსთავის ფორუმის მისამართი

რედაქტირება

რეკლამა

რედაქტირება

თბილისის ფორუმი იქცა დიდ სოციალურ მოვლენად. მასთან დაკავშირებულია ასობით მოვლენა, როგორიც არის საქველმოქმედო აქციები, შეკრებები, პოლიტიკოსთა აქტიურობა (თბილისის ყოფილი მერი თავის დროზე თბილისელებთან სასაუბროდ ამ საიტით სარგებლობდა) და ა.შ. თბილისის ფორუმი უკვე 10 წელიწადია რაც გახსნილია და ამ დროის განმავლობაში იმხელა ისტორია შეექმნა, რომ ცალკე სტატიაც შეიქმნა - რომელშიც ზოგადად არის ახსნილი, თუ რა გაუკეთებია ამ ფორუმს დღემდე, როგორც სოციალურ ქსელს. თქვენი საიტის სტატია კი რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარის არგუმენტს ფლობს იმისათვის, რომ განთავსდეს. დაუშვებელია ყველა საიტისა და სოც-საიტის შესახებ სტატიის შექმნა. ამას გეუბნებით, როგორც აქაური აქტიური მომხმარებელი და გარანტიას გაძლევთ, რომ სტატია წაიშლება - ვინაიდან მსგავსი სტატია არაერთხელ ყოფილა აქ და არაერთხელ წაშლილა.

მეორეც - თქვენს პროფილში გასაგებად არის ახსნილი, სად უნდა შექმნათ სატესტო გვერდები. სავარჯიშოდ გამოიყენება სავარჯიშო გვერდები და არა საკუთარი განხილვები. — BH განხილვაწვლილი 14:52, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

შოულობთ თუ არ შოულობთ ფულს, არ აქვს მნიშვნელობა. რომელ ობიექტურობაზეა საუბარი, ელემენტარულად ჯერ ვიკიპედიის გამოყენება არ გისწავლიათ. თქვენ ღიად არეკლამებთ სოციალურ საიტს, რომლის რეალურ დატვირთვას ჯერ-ჯერობით ვერ ასაბუთებთ. მსგავსი სტატიები ვიკიპედიაში იშლება.. თუკი ამ ფორუმს არავითარი დატვირთვა არ აქვს და მასობრივ სოციალურ მოვლენად არ იქცა, განთავსების შემდეგ სტატია წაშლილი იქნება. თუკი ასეთი რთულია, მიხვდეთ, რა განსხვავებაა 10 წლიან ფორუმს (რომელმაც საერთოდ საქართველოს ცხოვრება შეცვალა) და თქვენ 3 წლიან ფორუმს შორის (რომელიც ჯერ-ჯერობით, უბრალოდ სადისკუსიო ფორუმის ფარგლებს არ გასცდა), მაშინ თქვენთან საერთოდ არ აქვს კამათს აზრი. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია მყარი გარანტია მოგცეთ - ადმინისტრაცია ასეთ სტატიას წაშლის.მე დავასრულე ამაზე საუბარი. — BH განხილვაწვლილი 15:08, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  გაეცანით ვიკიპედიის წესებს. განხილვის გვერდზე კომენტარის დატოვების შემდეგ, ხელის მოწერა ნუ გავიწყდებათ. – GIO---->>13 () 15:14, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

სანამ თქვენ არ დაასაბუთებთ მყარად, რატომ უნდა არსებობდეს სტატია თქვენი ფორუმის შესახებ, საუბარი საერთოდ ობიექტურობაზე თქვენი მხრიდან არის უსაფუძვლო. დაასაბუთეთ ბოლომდე, რატომ თვლით, რომ სტატია უნდა შეიქმნას. — BH განხილვაწვლილი 15:18, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  • პირველი: ხელის მოწერა ნუ გავიწყდებათ, ამაზე მაღლაც გითხარით.
  • მეორე: რა შუაშია რუსთაველების ჩაგვრა? სად დაინახეთ თქვენ ჩაგვრა? კონკრეტულად მითხარით, მაგალითი მომიყვანეთ სადაც ვინმე დაიჩაგრა და შევეცდებით გამოვასწოროთ. :) – GIO---->>13 () 16:32, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის შესახებ

რედაქტირება

ვიკიპედია ეს არის ენციკლოპედია. უბრალოდ წიგნის გადაშლის მაგივრად ამას თქვენ ინტერნეტში ასრულებთ. ამიტომ უმორჩილესათ გთხოვთ გადახედოთ ვიკიპედიის წესებს და შექმნათ ენციკლოპედიისთვის საინტერესო სტატიები რითაც დაეხმარებით ქართულ ვიკიპედიას. როგორც მომხმარებლებმა გითხრეს რეკლამები არ შეიძლება. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ერთად პატივისცემით --ცანგალა () 17:01, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  უკვე მერამდენედ, ჩვენ გირჩევთ, კარგად გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს, წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. განხილვის გვერდზე კომენტარის დატოვებისას, ბოლოში ხელი მოაწერეთ!   ამ, ან   ამ ღილაკზე დაწკაპუნებით, რომელიც რედაქტირების ფანჯრის თავშია. კიდევ ერთი გაფრთხილება და თქვენი საქციელი უკვე ვანდალიზმად ჩაითვლება, განზრახ წესების დარღვევისთვის, რის შემდეგაც თქვენი ანგარიში ვიკიპედიაში დაიბლოკება გარკვეული ვადით. – GIO---->>13 () 19:53, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ბატონი დათოს პასუხი

რედაქტირება

ბატონი დათო არ ვარ, დათო ვარ :). თქვენ, როგორც ჩანს, სწორად ვერ გაგიგიათ ვიკიპედიის ლოგოზე მინაწერის ("თავისუფალი") შინაარსი. თავისუფლება აქ ნიშნავს იმას, რომ სხვა საიტებისგან განსხვავებით ჩვენთან ნებისმიერს შეუძლია სტატიის დაწერა და უკვე დაწერილის რედაქტირება. ესაა ჩვენი თავისუფლება. ეს კი ნამდვილად არ გულისხმობს, რომ მე რასაც მინდა იმას დავწერ. თქვენ არ კითხულობთ ვიკიპედიის წესებს და ვიკიპედიელებს აქეთ ასწავლით, რა არის ვიკიპედია! შეურაცხმყოფელია უბრალოდ... იმედია გაითვალისწინებთ.

სანამ წესებს წაიკითხავდეთ, ცოტას აქ დაგიწერთ: ვიკიპედიაში არ იწერება სტატიები ყველა მოვლენის, ფაქტის თუ ნივთის შესახებ. სტატია შეიძლება დაიწეროს ისეთ რამეზე, რასაც ენციკლოპედიური მნიშვნელობა აქვს. მინიმუმ უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. თქვენ ნამდვილად ვერ დამაჯერებთ, რომ რუსთავის ფორუმი ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი (თუმცა, ვნახე თქვენი საიტი და მართლაც მომეწონა). დიახ, ვიკიპედიაში გვაქვს სტატიები სხვა საიტების შესახებ, მაგრამ მათთან ჩვენი ქალაქის ფორუმის შედარება არანორმალურია (ამას თქვენც ხვდებით, მაგრამ არ აღიარებთ...). თქვენი ციტატა: მოდით მაშინ ნუ დავწერთ და ვიმღეროთ გულში ამირანივით. და ვერც ხვალ გაიგებდით თქვენ, ბატონო დათო, რომ თქვენ ქალაქს ფორუმი ქონია! — აი, სწორედ აქ ჩანს, რომ თქვენი მიზანი ფორუმის მომხმარებლების მოზიდვაა და არა ენციკლოპედიის გამდიდრება. რა არის ეს სხვა, თუ არა რეკლამა? და თუ მაინც ეს რეკლამად არ მიგაჩნიათ, რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ სწორედ ესაა მიუღებელი ვიკიპედიისათვის.

გმადლობთ და იმედი მაქვს, რომ გაგებით მოეკიდებით ჩემს წერილს. ჩვენი ქალაქის ფორუმს კი წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, მომავალში მისი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში ისე აიწევს, რომ მასზე სტატიის დაწერასაც შევძლებთ. ახლა კი შეგიძლიათ მხოლოდ ენციკლოპედიური სტატიები წეროთ ქართულ ვიკიპედიაში, გმადლობთ და პატივისცემით, — დავით პასუხი 06:58, 19 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გვერდის დაცარიელებაც ვიკიპედიის წესებით ერთგვარ ვანდალიზმად შეიძლება მივიჩნიოთ, ასე რომ თავი შეიკავეთ. — დავით პასუხი 08:30, 19 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

—GIO→13 () 15:03, 7 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი