პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 04:31, 17 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

სტუდია ველოსიპედი

რედაქტირება

გამარჯობა. თუ შეიძლება, შეასწორეთ შიდა ბმული:

პროექტი ეკუთვნის [[“სტუდია ველოსიპედს”]], რომელიც დაარსდა 2017 წელს.

. სამიზნე გვერდზე არ უნდა იყოს ბრჭყალები და უნდა იყოს სახელობითი ბრუნვა. მაგალითად, ასე:

[[სტუდია ველოსიპედი|„სტუდია ველოსიპედს“]]

გიორგი (L H R B S20) 17:17, 27 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

შევცვალე. სწორია? George Marshania (განხილვა/წვლილი) 17:28, 27 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

იდეალურია! აქ განგებ მოგწერეთ, რათა არ ჩავრეულიყავი სტატიის რედაქტირების პროცესში. აგრეთვე კარგი იქნება მაინც, მულტიპლიკაცია ანიმაციით ჩავანაცვლოთ, ძირითადად ჟანრთან/დარგთან დაკავშირებულ აქაურ სტატიებში ეს სიტყვა გამოიყენება.

აგრეთვე შეგიძლიათ, დახედოთ რა კატეგორიაშია ჩასმული ეს სტატია (გვერდის სულ ბოლოს ჩანს) და საკუთარ სტატიაში შესაბამისი ჩასვათ, რათა რომელიმე კატეგორიას დაექვემდებაროს. მაგალითად, შეიძლება იყოს 'ქართული ანიმაციური ვებსერიალები'. ლოგიკა გვკარნახობს, რომ ასეთი რამდენიმეა და დასაშვებია, ჰქონდეს საკუთარი კატეგორია. თუ თქვენი სერიალი არა მხოლოდ ვებია და ტელევიზიითაც გადის (მე მგონია, სტატიაში წერია კიდეც ამაზე) ან გადიოდა, შეგიძლიათ იგივე კატეგორიაში შეიტანოთ. ანუ

[[კატეგორია:ქართული ანიმაციური ტელესერიალები]]

კატეგორიზაცია სტატიების ორგანიზების გზაა და, როგორც წესი, მრავალი დონისგან შედგება, ერთგვარი იერარქიაა. მაგალითად, კატეგორია 'ანიმაციაში' შედის 'ანიმაცია ქვეყნის მიხედვით', რაც ნიშნავს, რომ 'ქართული ანიმაცია' შეტანილი იქნება ამ ქვეკატეგორიაში და არა ზედა კატეგორიაში 'ანიმაცია'.--გიორგი (L H R B S20) 17:41, 27 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ბოლო წინადადება კარგად ვერ გავიგე. მაგრამ ცვლილებები შევიტანე და იმედი მაქვს, ზუსტად :)
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის 💛 George Marshania (განხილვა/წვლილი) 19:57, 27 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

არაფრის. 🙂 ბოლო წინადადებაში უბრალოდ შევეცადე, განმემარტა, რა პრინციპით ხდება კატეგორიზაცია (მისი იერარქია). --გიორგი (L H R B S20) 20:14, 27 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი