Dkvanch
დავით კვანჭახაძე
გამარჯობა დავით, - ეს არის შენი განხილვის გვერდი. მონაცემები შენს შესახებ უნდა შეიტანო - მომხმარებლის გვერდზე. კეთილი იყოს შენი მობრძანება ქართულ ვიკიპედიაში და გისურვებ წარმატებებს. Zangala 20:12, 19 სექტემბერი 2006 (UTC)
როდესაც სტატია დამუშავების პერიოდშია - ამ დროს უნდა ჩასვა ე.წ. თარგი, რომელიც შეიქმნება შემდეგი ფრჩხილის {{}} + სიტყვა მუშავდება საშუალებით {{მუშავდება}}. რომელიც რასაკვირველია მუდმივად არ რჩება. ხუთი დღის განმავლობაში სტატიას უნდა მისცე ძირითადი სახე, რის შემდეგ ეს თარგი მოიხსნება და სხვა მომხმარებლებსაც ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება ამ სტატიაში. კანონიერ ქურდებს კანონების დაცვა უყვართ და იმედია შენც დაიცავ ყველა იმ კანონს რაც ვიკიპედიას ეხება :)Zangala 22:07, 19 სექტემბერი 2006 (UTC)
შენს სტატიას დავამატე სხვა ენებზე (ინგლ., რუს., იტალ.) ბმულები - შეგიძლია იმათ გადახედო ერთგვარი სტილი რომ მისცე შენს სტატიას.Zangala 22:17, 19 სექტემბერი 2006 (UTC)
რა ხდება ხან ამუშავებ ხან არ ამუშავებ. როდესაც რამე შეკითხვა გაქვს შეგიძლია ყველა მომხმარებელს მიმართო მის განხილვის გვერდზე და როგორც ამჟამად შენ ღებულობ შეტყობინებას (ყვითელი ფერით) ისე მიიღებს ყველა. ან აგრეთვე შეგიძლია ყავახანაში დაწერო. ახლა მე არ მომწერო - თავი დამანებეო! იცოდე თავს არ დაგანებებ! :) ხელის მოწერა არ დაგავიწყდეს 4-ჯერ ~ Zangala 22:36, 19 სექტემბერი 2006 (UTC)
ნახე, აღწერა, ისტორიას რა გავუკეთე იქეთ-აქეთ ==. ხომ კარგია?Zangala 17:11, 20 სექტემბერი 2006 (UTC)
კვადრატები შეგისწორე. კვადრატები იმის ბრალი იყო, რომ აბზაცები გააკეთე. - მაგივრად * გავაკეთე. იმედია მოგწონს. კიდევ ერთი თხოვნა მექნება, როდესაც წერილს წერ ხელმოწერა არ დაგავიწყდეს. ~~~~. Zangala 11:29, 22 სექტემბერი 2006 (UTC)
23.09.2006
რედაქტირებადავით, მესმის შენი ახალი სტატიის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე შესწორება. ამჟამად მე დაგისვამ შეკითხვას - შენ არ მოგწონს სხვისი დაწერილი, მოვა ახალი მომხმარებელი მას კი შენი არ მოეწონება და ა. შ. რამდენი სტატია უნდა შეიქმნას ერთი და იგივე სათაურით ან თემით? ამიტომ მართალია ძნელია, მაგრამ უნდა შეასწორო თუ რამე არის შესასწორებელი უკვე შექმნილ სტატიაში და უნდა დახვეწო იგი.
ახლა რაც შეეხება ხელმოწერას. როდესაც რედაქტირებაში ხარ კურსივით როდესაც მიხვალ ბოლოდან მესამე (წერია:თქვენი ხელმოწერა და დრო - ამას დააჭირე და ეს არის შენი ხელმოწერა). მაშინ უფრო მარტივს გეტყვი 4-ჯერ ~ დააწკაპუნე და იქნება ხელმოწერა. აქვე მინდა გითხრა, რომ რეგისტრაციაში შესვლა ნუ დაგავიწყდება. ყველა მომხმარებელს აქვს თავისი გვერდი:მომხმარებლის წვლილი, სადაც შევა ყველა შენი მძიმე, სტატიის რეგისტრაცია.Zangala 23:18, 23 სექტემბერი 2006 (UTC)
ჩვენი პირადი აზრი, თუნდაც მას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებდეს, ენციკლოპედიაში მიზანშეწონილი არაა. ამიტომ სასურველია, განსაკუთრებით ხაზგასმულ მტკიცებებს სათანადო ლიტერატურაზე ან უკვე არსებულ წერილობით მოსაზრებაზე წყარო ჰქონდეს მითითებული, გადამოწმებადი რომ იყოს - თვითმხილველებისთვის ეს შეიძლება აშკარა იყოს, მაგრამ სხვებისთვის კი ტენდენციური ჩანდეს და ამიტომ მიუკერძოებლობა უნდა დავიცვათ შელძლებისდაგვარად, საგაზეთო ნარკვევის სტილს რომ ავარიდოთ თავი. - ალ-ო (გ) 17:41, 23 ოქტომბერი 2006 (UTC)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „კიჩო (გემი)“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
— Nodar Kherkheulidze განხილვა 15:02, 17 სექტემბერი 2011 (UTC)
- სტატიას უნდა ჰქონდეს მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყაროები. ეს ნიშნავს იმას, რომ სტატიას უნდა მიუთითოთ ლიტერატურა, ანუ ის, თუ საიდან დაწერეთ იგი. ეს შეიძლება იყოს როგორც წიგნი, ასევე ინტერნეტ ბმული. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:30, 17 სექტემბერი 2011 (UTC)
- ამის ნათლად გასაგებად, გაეცანით ლიტერატურისა და წყაროს მითითების წესებს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:51, 17 სექტემბერი 2011 (UTC)
დაკოპირებული სტატიები
რედაქტირებავიკიპედიაში აკრძალულია სხვა საიტებიდან დაკოპირებული სტატიების შემოტანა მათი ავტორის თანხმობის გარეშე. გარდა ამისა - მსგავსი სტატიები უმჯობესია, გადააკეთოთ და ისე შემოიტანოთ და არ დააკოპიროთ ყოველვარი ცვლილებების გარეშე. --H.McC. (მომწერეთ) 10:51, 13 სექტემბერი 2012 (UTC)
წყარო
რედაქტირებაგამარჯობა. ბირთვული იარაღი — შეტანილ ინფორმაციას ესაჭიროება წყაროები. გიო ოქრო ⬤✔ 17:48, 21 თებერვალი 2023 (UTC)
- ეს ინფორმაცია ხომ ერთი კონკრეტული წყაროდან არ არის მოპოვებული. ეს არის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სამხედრო, სამეცნიერო, პოლიტიკური და სხვა სტატიებიდან დაგროვილი ინფორმაცია. ყოველ მტკიცებით წინადადებას უნდა მიეთითოს წყარო? არ მგონია ეგ გამოვიდეს. არა და კიდევ დასაწერია მანდ ტექსტი, მნიშვნელოვანი ინფორმაციით Dkvanch (განხილვა/წვლილი) 18:47, 21 თებერვალი 2023 (UTC)
- რას მირჩევთ, აღარ გავაგრძელო სტატია? Dkvanch (განხილვა/წვლილი) 18:50, 21 თებერვალი 2023 (UTC)
- ამ თემაზე ნაშრომები მრავლად იქნება, ქართულადაც და ინგლისურადაც. მოგეხსენებათ, ვიკიპედიის ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის წყაროებით დამოწმება. ისინი შეგიძლიათ მიუთითოთ სქოლიოს სახით (აბზაცის ბოლოში), ან ლიტერატურის სექციაში. სტატიის წერა რა თქმა უნდა უნდა გააგრძელოთ )) გიო ოქრო ⬤✔ 18:56, 21 თებერვალი 2023 (UTC)
- მაშინ ჯერ სტატიას დავასრულებ, როგორც ცოტა დრო მექნება და წყაროებს მერე ვეცდები მოვძებნო Dkvanch (განხილვა/წვლილი) 21:28, 21 თებერვალი 2023 (UTC)
- ამ თემაზე ნაშრომები მრავლად იქნება, ქართულადაც და ინგლისურადაც. მოგეხსენებათ, ვიკიპედიის ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის წყაროებით დამოწმება. ისინი შეგიძლიათ მიუთითოთ სქოლიოს სახით (აბზაცის ბოლოში), ან ლიტერატურის სექციაში. სტატიის წერა რა თქმა უნდა უნდა გააგრძელოთ )) გიო ოქრო ⬤✔ 18:56, 21 თებერვალი 2023 (UTC)