მოგესალმებით ბატონო ლევან,

მოხარული ვარ რომ შემოგვიერდით. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ვიკიპედიის კონცეპტუალურ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ინფორმაცია დატოვოთ ჩემს პერსონალურ გვერდზე.

ავთანდილ


P.S. ამჟამად ვიხილავთ მთავარი გვერდის ახალ ვარიანტს, თქვენი აზრიც საინტერესო იქნება.


გამარჯობათ ლევზურ, 10.07.05

რა სხვაობაა კათალიკოსა და კათოლიკოს შორის?? როდესაც ა. წერეთელი, მ. და ი. ჯავახიშვილები - თავიანთ წერილებში და თვით ილია II-ც ხმარობს ზოგიერთ თავის გამოცემებში კათალიკოსს.

პატივისცემით ცანგალა

მოგახსენებთ, რომ ქართული ტრადიციული ფორმა გახლავთ სწორედ "კათოლიკოს-პატრიარქი". შეგიძლიათ იხილოთ თუნდაც საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემული ბიბლია, სადაც აღნიშნულია: "დაიბეჭდა უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით" (წინასიტყვაობაშიც ზუსტად ამ ფორმით მოიხსენიება ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტიტული). შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ქართულ ენაზე ბიბლიის საუკეთესო გამოცემა. აქვე შემიძლია დაგისახელოთ 2000 წელს გამოცემული კრებული "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები". ასეთი გახლავთ საეკლესიო ფორმა ამ ტიტულისა. სამწუხაროა, რომ საერო გამოცემებში ამას ძალზე ხშირად არ ითვალისწინებენ. ჩემი აზრით, აუცილებელია იხმარებოდეს სწორედ საეკლესიო ფორმა. სხვათა შორის, ივ. ჯავახიშვილი ათეისტი გახლდათ... პატივისცემით, ლევზურ (ლევან ურუშაძე), 12.07.05

ბმულის შესახებ

მოგესალმებით. ერთი შენიშვნაა. ბმულების გაკეთებისას, ჯობია მთალიანი სიტყვა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული და არა მისი ნაწილი, ე.ი. როგორც [[საქართველო|საქართველოს]], და არა [[საქართველო]]ს. ამაზე საუბარი ადრეც იყო. გთხოვთ, იხილოთ "ბმულების შესახებ". -- Island 08:24, 13 ივლისი 2005 (UTC)პასუხი

==

გამარჯობათ ლევზურ,

მადლობთ პასუხისათვის. ალბათ გადასახედია "ქართული განმარტებითი ლექსიკონი", გამოცემული 1990 წელს (რომელიც ემყარება "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულს (1950-1964)), (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა)(საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული ენციკლოპედია), სადაც კათალიკოსის განმარტება წერია - შესაცვლელია!!!!

ალბათ საჭიროა არასწორი ფორმა წაიშალოს და არაგადამისამართება გაკეთდეს(ჩემი აზრით).

პატივისცემით ცანგალა

12.07.05

==

გამარჯობათ, ცანგალა!

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ საეკლესიო ფორმა გახლავთ "კათოლიკოს-პატრიარქი". რაც შეეხება თქვენ მიერ მითითებულ გამოცემებს, სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოდგება საბუთად, ვინაიდან, აღნიშნულ ლექსიკონში მრავლად არის ტერმინები, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას. როდესაც ვეხებით საეკლესიო ტერმინოლოგიას, უმჯობესია ვიხმაროთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული ფორმა. ამასთან, კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი სტატიების სტილს.

რაც შეეხება Island-ის შენიშვნას ბმულების შესახებ, დადგენილი წესიდან გამომდინარე, მას ვიზიარებ და გავითვალისწინებ.

პატივისცემით, ლევზურ, 13.07.05


==

გამარჯობათ ლევზურ,

მადლობა პასუხისათვის. მინდა გაგახაროთ, რომ ხუთი კვირის განმავლობაში ""ჩემს სტილს"" ვერ დაინახავთ, რადგან საქართველოში მოვდივარ შვებულებით. ამ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოს სიყვარულით... თქვენ??

პატივისცემით ცანგალა

14.07.05

==

გამარჯობათ, ცანგალა!

საქართველოს სიყვარული იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენი სტატიების სტილს არ მივაქციოთ ყურადღება. ვფიქრობ, რომ სწორედ საქართველოს და იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებთ, მოითხოვს ამას. ამ სტატიებს ბევრი მკითხველი ეცნობა... რაც შემეხება მე, არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზები.

პატივისცემით, ლევზურ

15.07.05

ყავახანა

ძვირფასო ვიკიპედიელებო!

მთავარ გვერდზე, სექციაში "ვიკი-საზოგადოება" გვაქვს ყავახანა. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველას ეხება. ამგვარად არ იქნება საჭირო დებატების მოწყობა მომხმარებლების პერსონალურ განხილვის გვერდებზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს (კონკრეტული ადრესატის გარეშე), ან კონსულტაცია სჭირდება, ან რაიმე პრობლემის განხილვა, განცხადების გაკეთება და ა.შ., ყავახანაში შეიძლება ახალი თემის დამატება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქვე გასცეს პასუხი ან გააკეთოს კომენტარი. პერსონალური შეტყობინებებისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისევ მომხმარებელთა განხილვის გვერდები გამოვიყენოთ. დღეს ერთი საკამათო საკითხის შესახებ უკვე გავაკეთე კომენტარი ყავახანაში და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ხშირად შეიხედავთ ყავახანაში.

პატივისცემით,

Sopho 14:00, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)პასუხი

ვარდების რევოლუციის თქვენი ვერსია წაიშალა. მომხმარებლების უმეტესობის გადაწყვეტილებით იგი არაა ობიექტური. იხილეთ განხილვა:ვარდების რევოლუცია--ტრულალა () 19:30, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

ძალზე საინტერესოა ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ასკვნით ამა თუ იმ სტატიის ობიექტურობას (ამ კონკრეტულ სტატიაზე არ მაქვს ლაპარაკი). როგორც მე ვხედავ, ეს კრიტერიუმები ქართულ (და არა მარტო ქართულ) ვიკიპედიაში მეტად არამყარია და ამორფული. რაც მთავარია, ვიკიპედია ძირშივე ეწინააღმდეგება ენციკლოპედიური საქმიანობის ყველა არსებულ ნორმას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ, ვინაიდან, ეს ენციკლოპედია არსებობს, მასში რაც შეიძლება ობიექტურად (მეტ-ნაკლებად მაინც) უნდა იყოს წარმოჩენილი საქართველო. -- ლევზურ 19:30, 6 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

გამოვასწორებ ჩანაწერს ჩემს პირად, Dobo გვერდში > ”დოღონაძე - მასწავლებელი”, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება ნამდვილად იყო ჩემი მასწავლებელი და არა მხოლოდ ფიზიკის; Dobo 05:28, 2 მაისი 2007 (UTC)პასუხი

პასუხი

გამარჯობა ბატონო ლევან. მე თქვენი საიტიდან არაფერი არ ამიღია და არც ამ მოღვაწეებისთვის მიწოდებია "გენერლები". სანამ ჩემზე იერიშს მოიტანდით, კარგი იქნებოდა შეგემოწმებინათ სურათების ატვირთვის ისტორია და დაკავშირებოდით მათ ამტვირთავს ვინც ჩემს სასაუბრო გვერდზე განათავსა სურათები. თავად მე მშვენივრად ვიცი რომელი მათგანი იყო გენერალი. ისე ონლაინ-რეჟიმში წერისას ორთოგრაფიული შეცდომები ბუნებრივი მოვლენაა და მათზე ყურადღების გამახვილება (მითუმეტეს "კაკუცა კი არა ქაქუცა"-ს სტილში) ალბათ უფრო უპატივისმცემლობის გამოვლინებაა.

რაც შეეხება სასირეთის ბრძოლას, რა თქმა უნდა ძირითადად გეთანხმებით. უჩემოდაც მოგეხსენებათ, რომ მაშინ სკანდინავიურ-ვიკინგური სამხედრო კლანები წამყვან როლს ასრულებდნენ კიევის რუსის ცხოვრებაში და შავ ზღვაზეც აქტიურობდნენ. მე წაკითხული მაქვს ერთი პროდუქტიული უკრაინელი მედიევალისტის (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს) სტატია რომელიც სასირეთს რუს-ბიზანტიელთა რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობებს უკავშირებს. თუმცა იყოს ნება თქვენი. ისე ურიგო არ იქნებოდა თუ სტატიაში ვიკინგების საქართველოში გამოჩენის მიზეზის თქვენეულ ვერსიასაც ჩართავდით. სხვა რომ არაფერი, ვიკინგებს ჩვენთან სტუმრობის თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდათ. თუმცა ეს ყველაფერი ჰიპოთეთიკურია და ყველა ისტორიკოსი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს. რაც შეეხება ბაგრატიონებს, მე თქვენგან განსხვავებით საპირისპირო მოსაზრებასაც პატივს ვცემ მითუმეტეს რომ ხსენებულ თეორიასაც თავისი არგუმენტები გააჩნია. მე პირადად ვმეგობრობ ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებთან (ესპანეთში) და თქვენზე არანაკლებად ვეთაყვანები ამ ბრწყინვალე საგვარეულოს. ასე რომ, თუ მომავალში ჩემთან გასაუბრების სურვილი კვლავ გაგიჩნდებათ, გთხოვთ მეტი კოლეგიალობა გამოიჩინოთ და უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი შეიკავოთ. საუკეთესო სურვილებით, --Kober 05:00, 2 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

გმადლობთ გამოხმაურებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩემი სასაუბრო გვერდი ჩემს სრულ განკარგულებაშია და მის ნებისმიერ ნაწილს წავშლი მაშინ როდესაც ამას მოვისურვებ. რაც შეეხება ქსე-ს, მე მას ძალიან იშვიათად ვიყენებ ალბათ დამერწმუნებით, რომ en:Red Army invasion of Georgia და en:August Uprising სტილის სტატიებს ამ გამოცემის მიხედვით ვერ დავწერდი. არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი, მაგრამ ჩემს გარეშე ინგლისური ვიკიპედიის ქართული თემატიკა სომეხი, რუსი, აფხაზი და თვით თურქი ნაციონალისტების ხელში აღმოჩნდებოდა. თუ ამ ტონში აპირებთ ჩემთან დიალოგს, უმორჩილესად გთხოვთ ნუღარ შეწუხდებით: ამ სტილის გზავნილებზე ჩემგან გამოხმაურება აღარ იქნება, ტექსტი კი წაიშლება.
P.S. აუცილებლად მოვიძიებ თქვენს მიერ ხსენებული სემინარის მასალებს. გმადლობთ ინფორმაციისათვის.
პატივისცემით, --Kober 04:40, 3 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი
ძალზედ სამწუხაროა, რომ Kober-ის მსგავსი უმწიფარი და, იმავდროულად, ამბიციური ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ინგლისური ვიკიპედიის "ქართული თემატიკა" მოიგდონ ხელთ და ისე აბურთაონ, როგორც მოესურვებათ. ეს ბატონი, მიუხედავად თავისი გამოუცდელობისა და "სიმწვანისა", ორგანულად ვერ იტანს განსხვავებულ აზრს (კრიტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!). ამის ნათელი დასტურია ის, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში, თავის სადისკუსიო გვერდზე, გამწარებული შლიდა ჩემს კომენტარებს. ჩემს სადისკუსიო გვერდზე კი ცალმხრივად წარმოადგინა საკუთარი პასუხები (ჩემი შენიშვნების გარეშე), ნაცვლად იმისა, რომ ჩემი კომენტარების შემდეგ თავისივე გვერდზე გამოექვეყნებია ეს პასუხები. ასე შორს ვერ წახვალთ, ჩემო Kober! --ლევან ურუშაძე 12:01, 3 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი
ბატონო ლევან, მე არ დამიწყია ეს საუბარი და არც მენტორობა მითხოვია თქვენთვის. საინტერესოა რაში გამოიხატება ჩემი ამბიციურობა და უმწიფრობა? ყოველ შემთხვევაში ინტერნეტ-ენციცლოპედიებში საკუთარ თავს სტატიებს არ ვუძღვნი და პრეტენზიული ეპითეტებით (notable) არ ვამკობ. ამით ვამთავრებ მე თქვენთან ვირტუალურ ურთიერთობას და ძალიან გთხოვთ ნუღარ მომწერთ ჩემს talk page-ზე . მშვიდობით, --Kober 08:44, 3 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი
ყმაწვილო! ჯერ ერთი, თქვენმა ამ ყოვლად უგვანო პასუხმა ზედმიწევნით დაადასტურა თქვენი ამბიციურობა და უმწიფარობა (რასაც თავხედობაც ემატება)! მეორე, - არანაირი სტატია არ მიმიძღვნია ჩემი თავისთვის და არანაირი ეპითეტებით არ შემიმკია იგი. ჩემი მეგობრის გადაწყვეტილება იყო ამ სტატიის შექმნა. იმის გამო, რომ მას არ აქვს საკუთარი კომპიუტერი, სარგებლობს ჩემი ორგტექნიკით. თქვენისთანების ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში ნამდვილად არ არის, ჩემო Kober! --ლევან ურუშაძე 15:18, 6 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი
კარგი იქნებოდა თუ პირადი შეურაცყოფისაგან თავს შეიკავებდით. რადგანაც უკვე განმკვეთეთ საზოგადოებისგან, იმედია ახლა მაინც დამეხსნებით. --Kober 13:47, 6 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი
ეს არის არა შეურაცჰყოფა, არამედ რეალისტური შეფასება თქვენი პერსონისა, ახალგაზრდავ! თქვენი ყოველი ახალი პასუხი ამის დასტურია! ცოტა ფრთხილად მოსახვევებში, ემანდ ცხვირი არ წაიმტვრიოთ... --ლევზურ 19:13, 6 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

კატეგორია

კატეგორიაში ხელით არ იწერება რაიმე. თუ გინდა რომელიმე პიროვნება ამათუიმ კატეგორიაში მოხვდეს, ეს კატეგორია უნდა ჩასვა იმ პიროვნების სტატიაში (და არა პირიქით). - ალ-ო / 22:36, 13 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ეს ჩემთვის კარგად არის ცნობილი: გიორგი წერეთელი უნდა იყოს ცალკე, რადგან იგი იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის მამამთავარი! ლევზურ 02:44, 14 ოქტომბერი 2007

ალბერტ თავხელიძე

ბატონმა ალბერტმა თავად განაცხადა უარი თქვენს მიერ მისი ბიოგრაფიიდან ამოღებულ ორდენებზე (თუ ასეა, მაშინ საინტერესო იქნებოდა იმის მითითება თუ როდის და რა ვიტარებაში მოხდა ეს), თუ რაიმე სუბიექტური მოსაზრებები გამოძრავებდათ? მაშინ ყოველ სტატიას აქვს განხილვის გვერდი და მანამ სხვის დასაფუთებულ/გადამოწმებად ნაწილს ამოიღებდეთ, შეგიძლიათ განიხილოთ თუ რატომ თვლით, რომ ესა თუ ის დეტალი მიუღებელია. --გიგა 06:29, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ბატონო გიგა! ცოტა უხერხულია დღეს, თავისუფალ საქართველოში მითითება ისეთი დეტალებისა, როგორიც არის "სკკპ წევრობა", "ლენინის ორდენი"-ს და სხვა საბჭოთა ჯილდოების კავალერობა, მაშინ, როდესაც შეიძლება მიეთითოს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას საბჭოთა ეპოქაში მიღებული ჰქონდა "სახელმწიფო ჯილდოები". რაც შეეხება სკკპ წევრობას, ეს პარტია გახლდათ დამნაშავე და სისხლიანი ორგანიზაცია, რომელსაც უკავშირდება საბჭოთა იმპერიაში მომხდარი მრავალი უბედურება... თქვენს ტონთან დაკავშირებით კი გეტყვით შემდეგს: უკეთესი იქნება, თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ცოტა უფრო ფრთხილად იქნებით. და ბოლოს, როდესაც ესა თუ ის ტერმინ-სტატია შეტანილია ენციკლოპედიაში "საქართველო", იგივე პიროვნებაზე ან მოვლენაზე ტერმინ-სტატიის ქსე-დან მითითება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია! ლევზურ 00:28, 20 ოქტომბერი 2007

ტონთან დაკავშირებით თავიდანვე ბოდიშით ვიწყებდი, მაგრამ შემდეგ გამომრჩა, უბრალოდ იმიტომ, რომ სავარაუდოდ თქვენი ცვლილებების (არა გრამატიკულის) ხელით აღდგენა მიწევს და ვერ მოვზომე. რაც შეეხება ჯილდოებს, სკკპ-ს წევრობას და ა.შ. ეს იმ ადამიანების ბიოგრაფიის ნაწილია, და არავის, არც თქვენ და არც მე, ჩვენი შეხედულებების მიუხედავად, მათი ამოშლის უფლება არ გვაქვს. გუშინ სამსახურში განვიხილე ჩემს კოლეგებთან ეს შემთხვევა და აღშფოთება ვერ დამალეს. მით უმეტეს, რომ ჟამთააღმწერი ბრძანდებით, ასეთი რაღაცეები თქვენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ ის, რაც წვალება-წვალებით ყოველდღე შეგვაქვს, ასე ერთი ხელის მოსმით არ მოშალოთ, და თუ რაიმე ფაქტობრივი შეცდომა იქნება, ანუ ქსე-ს და ეს-ს შორის დიდი განსხვავება, განვიხილოთ ჯერ განხილვის გვერდზე, ასეა მიღებული ინგლისურ ვიკიპედიაში მაგალითად. და რაც შეეხება ცალკე ორდენებს, მედლებს, წოდებებს... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, და მე პირადად, არ მოგცემთ უფლებას, რომ ამოშალოთ, იმიტომ, რომ მე ვიკვლევ ამ თემას და სწორედ ადამიანების ბიოგრაფიის ეს ნაწილი მაინტერესებს ყველაზე უფრო.

და კიდევ, ენციკლოპედია საქართველო ისეთივე ხარვეზებით, უზუსტობებითაა სავსე, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოსული ნებისმიერი ლექსიკონი, ცნობარი თუ ენციკლოპედია. (ჯერ მარტო "ვინ ვინ არის 2006" რა საშინელი ნაშრომია?!).

და კიდევ ერთი დეტალი, რამდენიმე ბიოგრაფიაში შევნიშნე, რომ საქართველოს სსრ-ს მაგვარი ფრაზა საქართველოდ გადააკეთეთ, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ ხოლმე, რომ 1991 წლამდე საქართველო არ არსებობდა, და 1991-წლიდანაც გარკვეულ პერიოდამდე საქართველოს რესპუბლიკა იყო.

გამიგრძელდა წერა, იმედია გამიგეთ, რისი თქმა მინდოდა. ძირითადად, ჩემი შენიშვნა ის იქნება, რომ სხვისი სტატიებიდან გადამოწმებადი ფაქტების ამოშლის სანაცვლოდ, თუ საბჭოური ესთეტიკა გტკენთ გულს მაინცდამაინც, შეგიძლიათ სხვა სტატიები შექმნათ სხვა პიროვნებებზე ან კიდევ გაგიმეორებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამოშლამდე განიხილოთ თქვენი მოსაზრებები სტატიის განხილვის გვერდზე. --გიგა 06:45, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ყმაწვილო! მე არ მაინტერესებს თქვენთან სამსახურში ვინ როგორ აღშფოთდა. მათი ეს რეაქცია მათ მენტალიტეტზე მეტყველებს! კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ სკკპ გახლდათ კაცობრიობის (და არა მხოლოდ საქართველოს) წინაშე ისეთივე დამნაშავე პოლიტიკური პარტია, როგორიც იყო ნაცისტური პარტია. კომპარტიის "კისერზეა" ზღვა სისხლიანი დანაშაულობებისა! სწორედ ამ პარტიის ეგიდით მოხდა 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავის დროზე ამ პარტიის წევრობას ისტორიის სკივრში მოთავსება ეგების და არა აფიშირება! სწორედ ჩემი ისტორიკოსობა მალაპარაკებს ამას და არა სხვა რამ. დღეს დადგა დრო, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი ყოველგვარი მიკერძოებისა და შელამაზების გარეშე. მენტორული ტონი ნამდვილად არ გამკობთ. ძალზე ბევრის უფლებას აძლევთ თქვენს თავს! და ბოლოს, ადამიანი, რომელიც გაკადნიერდება და "საენციკლოპედიო" სტატიების წერას მიჰყოფს ხელს, ცოტა უფრო უკეთ უნდა ფლობდეს მშობლიურ ენას!.. ლევზურ 01:59, 21 ოქტომბერი 2007

და რა გინდათ, თქვათ რომ ნაცისტური პარტიების წევრებს არ უწერიათ თავიანთ ბიოგრაფიებში ამგავრი პარტიების წევრობა? ისევ თქვენს სუბიექტურ აზრამდე მივდივართ და მხოლოდ. საბჭოთა საქართველო კი არსებობდა და ამას ვერავინ ამოშლის ისტორიიდან. მით უმეტეს მე და თქვენ. --გიგა 22:10, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ნამდვილად მებრალებით, ჩემო გიგა!.. ლევზურ 02:14, 21 ოქტომბერი 2007

მეც შემებრალა ჩემი თავი თქვენი შეტანილი ცვლილებების გამოსწორებით, არა უშავს, Ga-Give-Lees... --გიგა 22:18, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

შეაყარე კედელს ცერცვი!.. თქვენი ყველა პასუხი მიმძაფრებს თქვენდამი სიბრალულს! თქვენნაირები ნამდვილად არ იმსახურებენ ყურადღებას, ბატონო "ენციკლოპედისტო"! ლევზურ 02:22, 21 ოქტომბერი 2007
 

და პირიქით :)

ესეც გაფთხილება:

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

--გიგა 22:27, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

შემირცხვენია თქვენი და თქვენისთანების "წესები"! თქვენ რა იცით, რა არის "ვანდალიზმი"?! პირველ რიგში რაც მოგეთხოვებათ, თქვენთვის ის არის აბსოლუტურად უცხო! მართლა საცოდავები და სულით ბეჩავები ხართ, ჩემო ცანგალა და გიგა! უბედური საქართველო თქვენისთანების ხელში! სრულ მარაზმს დაამსგავსეთ ქართული ვიკიპედია. თქვენთან ურთიერთობა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არის უაღრესად დამამცირებელი. თქვენი ვიკიპედია ცანგალას და გოგონას იქით ვერ წავიდა. ვიკიპედიაში თანამშრომლობა 2005 წელს დავიწყე იმ იმედით, რომ თქვენს მიზანს ქართული საქმის კეთება, საქართველოს ისტორიისა და ჩვენი ეროვნული კულტურის ობიექტურად და ღირსეულად წარმოჩენა შეადგენდა (რისგანაც ასე შორსაა ინგლისური ვიკიპედია). ამის იმედს იძლეოდა ქართული ვიკიპედიის ფუძემდებლის, აწ განსვენებულ ავთანდილ აბულაძის მოღვაწეობა. საუბედუროდ, ეს ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან და თქვენც თავდაყირა დააყენეთ ყველაფერი (ვგულისხმობ სტატიებს საქართველოს ისტორიაზე და ბიოგრაფიული ხასიათის სტატიებს). თან, როგორც ჩანს, ეს კეთდება სავსებით მიზანმიმართულად! ძალზე სამწუხაროა! ჩემო გიგა, დიახ, ე.წ. "საბჭოთა საქართველო", საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, - ავბედითი და ბნელით მოცული ნაწილი, რომელსაც თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამ ეპოქას, რომელმაც ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და საქართველოს დამოუკიდებლობა შეიწირა, ჭირდება ობიექტურად წარმოჩენა და არა ისე, როგორც არის ის წარმოდგენილი თქვენგან ქებული ქსე-ს ფურცლებზე. იქ ხომ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია შერყვნილი და პატივაყრილია! თქვენ ბრძანებთ, რომ ყოფილი ნაცისტები არ მალავდნენ თავის ნაცისტობას. მტკნარი სიცრუეა და ობიექტური სინამდვილის შერყვნა: ისინი საგულდაგულოდ მალავდნენ ნაცისტურ წარსულს. როგორ ფიქრობთ, მათმა დიდმა ნაწილმა შეცვლილი სახელებით რისთვის შეაფარა თავი ლათინურ ამერიკას? ასეთივე დამნაშავე (თუ უფრო დამნაშავე არა) ორგანიზაცია გახლდათ ე.წ. "სკკპ"! ერთი სიტყვით, ქართული ვიკიპედია მიზანმიმართულად აივსო ნაგვით და მე ძალიან მებრალება ის ხალხი, ვინც სარგებლობს ვიკიპედიის ინფორმაციით. აღარავითარი სურვილი არ მაქვს ამ მარაზმში მონაწილეობისა. გთხოვთ, გააუქმოთ ჩემი რეკვიზიტები. კარგად ბრძანდებოდეთ! ლევზურ 01:20, 22 ოქტომბერი 2007

ინფორმაციის წყარო სტატიაში „ნესტორ გაბილაია“

 

გამარჯობა, გმადლობთ სტატია ნესტორ გაბილაია დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:35, 1 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი