მომავალი (გაზეთი)
„მომავალი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ორგანო. გამოდიოდა გაზეთი „ჩანგის“ ნაცვლად 1909–1910 წლებში თბილისში. რედაქტორი-გამომცემელი — ნ. მელიქ-შახნაზარიანცი, ფაქტობრივი – გრიგოლ ურატაძე. გაზეთი აშუქებდა მიმდინარე პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებს, ჰქონდა პოლემიკა გაზეთ „ივერიასთან“. „მომავალი“ დაიხურა მთავრობის განკარგულებით. სულ გამოვიდა 111 ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 85.