მოკოლენდი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მოკოლენდი — ქართული ანიმაციური სერიალი, რომელიც 2017 წელს გავიდა ეთერში. სერიალი შეიქმნა სანტეს ბრენდის, ლოკო-მოკოსთვის. გადის YouTube-ზე, და მოგვითხრობს დაბა მოკოლენდში მცხოვრები ცხოველების ცხოვრებაზე. სერიალის ეპიზოდები თვეში ერთხელ გამოდის. 2017-2018 წლებში სერიალი მზადდებოდა კომპანია „MARSHALL“-ის, ხოლო 2019 წლიდან მზადდება კომპანია „Ogilvy“-ის მიერ.
პერსონაჟები
რედაქტირებალოკო-მოკო - ყვითელი ლომი, რომელიც ცხოვრობს ანანასის ფორმის სახლში. ის არის სერიალის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც აქვს ახალი იდეები.
ანიტა - თეთრი იხვი, რომელიც ცხოვრობს ყურძნის ფორმის სახლში. მას ძალიან უყვარს ცხობა და მეგობრებს ორცხობილებს სთავაზობს.
პაბლო - ნაცრისფერი მგელი, რომელიც ვაშლის ფორმის სახლში ცხოვრობს. ის ბევრს ხატავს და უამრავ გამოფენას აწყობს.
ბაკა - ძროხა, რომელიც ალუბლის ფორმის სახლში ცხოვრობს თავის ტყუპისცალ დასთან, ბაბისთან ერთად. მასა და ბაბის ხშირად უთანხმოება მოსდით ხოლმე. მას უყვარს ქიმია.
ბაბი - ძროხა, რომელიც ალუბლის ფორმის სახლში ცხოვრობს თავის ტყუპისცალ ძმასთან, ბაკასთან ერთად. მასა და ბაკას ხშირად უთანხმოება მოსდით ხოლმე. მას უყვარს ბალეტი.
ჩიდო - ძაღლი, რომელიც მარწყვის ფორმის სახლში ცხოვრობს. ის ძალიან ხშირად ხათაბალაში ეხვევა.
ჩიო - ჩიტი, რომელიც ლოკო-მოკოს ეხმარება. ჩიო ასევე დაფრინავს ჩიტებთან ერთად და გაზაფხულს მოიყვანს.
გალილეო ზღარბუნ-უმცროსი - ზღარბი, რომელიც ცისფერ სახლში ცხოვრობს. ის პირველად სერიალის მეორე სეზონში გამოჩნდა. გალილეო მოგზაურია და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.
ისტორია
რედაქტირება2016 წლის ბოლოს, კომპანია სანტემ გადაწყვიტა შეექმნა ანიმაციური საბავშვო სერიალი. მოკოლენდი 2017 წლის დასაწყისში გავიდა ეთერში, და ძალიან წარმატებული გამოდგა. 2018 წელს დაიწყო სერიალის მეორე სეზონი. ამავე წელს სერიალს ახალი პერსონაჟი - გალილეო ზღარბუნ-უმცროსი დაემატა. 2019 წელს გამოვიდა მესამე სეზონი, რომელიც ასევე პოპულარული გახდა. ხოლო 2020 წლის მარტიდან გამოვიდა მეოთხე სეზონის სერიები.