მოზარდთა სექსუალობა
მოზარდთა სექსუალობა — ადამიანის განვითარების ეტაპი, როდესაც მოზარდები განიცდიან და იკვლევენ სექსუალურ გრძნობებს. სექსუალობისადმი ინტერესი სქესობრივი მომწიფების პერიოდში მძაფრდება და სექსუალობა ხშირად თინეიჯერების ცხოვრების გადამწყვეტი ასპექტი ხდება.[1] სექსუალური ინტერესი შეიძლება გამოიხატოს მრავალი გზით, მაგალითად, ფლირტით, კოცნით, მასტურბაციით ან პარტნიორთან სექსით. სექსუალური ინტერესი ახალგაზრდებს შორის, ისევე როგორც მოზარდებში, შეიძლება დიდად განსხვავდებოდეს, რაზეც დიდ გავლენას ახდენს კულტურული ნორმები და წეს-ჩვეულებები, სქესობრივი განათლება, სექსუალური ორიენტაცია და სოციალური კონტროლი, როგორიცაა საქორწინო ასაკთან დაკავშირებული კანონები.[2]
ზოგადად, სექსუალური აქტივობა, სხვადასხვა რისკთან არის დაკავშირებული. სქესობრივი კავშირის რისკებში შედის არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად აივ/შიდსი, რაც შეიძლება შემცირდეს პრეზერვატივის გამოყენების ან სხვა უსაფრთხო სექსუალური პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში. კონტრაცეპტივები განსაკუთრებით ამცირებს არასასურველი ორსულობის ალბათობას.
რისკები უფრო მეტია ახალგაზრდა მოზარდებში, რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ არაა ნერვულად მომწიფებული. თავის ტვინის შუბლის წილში და ჰიპოთალამუსში, რომლებიც უმნიშვნელოვანესი უბნებია თვითკონტროლის, გვიანი სიამოვნების, რისკის ანალიზისა და შეფასებისთვის, სრულად ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული. ადამიანის ტვინის წინა შუბლის ქერქის არეალი არ არის სრულად განვითარებული 20-იანი წლების დასაწყისამდე, რომლის განვითარებამაც, შესაძლოა, 25 წლის ასაკამდე გასტანოს.[3] ნაწილობრივ, ამის გამო, ახალგაზრდა მოზარდები, როგორც წესი, უფრო ნაკლებად არიან აღჭურვილნი, ვიდრე მოზრდილები, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და წინასწარ განსაზღვრონ სექსუალური ქცევით გამოწვეული შედეგები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ponton, Lynn (2000). The Sex Lives of Teenagers. New York: Dutton, გვ. 2. ISBN 978-0-452-28260-5.
- ↑ (2018) International technical guidance on sexuality education: An evidence-informed approach. Paris: UNESCO. ISBN 978-92-3-100259-5.
- ↑ (2015) Developing Person Through Childhood and Adolescence. Macmillan Higher Education, გვ. 549. ISBN 978-1464157387.