მობიდანი (მთავარეპისკოპოსი)

(გადამისამართდა გვერდიდან მობიდანი)

მობიდანი (სპარს. موبد‎ [mobed] — „ღვთისმსახური ზოროასტრიზმში“) — ქართლის მთავარეპისკოპოსი V საუკუნის 30-იან წლებში. წარმოშობით „სპარსი“. ქართლში გაბატონებული ქრისტიანული მრწამსის მოწინააღმდეგე მიმართულების — მანიქეიზმის — ფარული მიმდევარი. იგი მოიხსენიება, როგორც „შემშლელი წესთა“, რომელიც „ფარულად წესდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა“. ქართლის მომდევნო მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა მობიდანის გავლენის აღმოსაფხვრელად მისი წიგნი დაწვა.

მაზდეანებს ჰყავდათ მღვდელთ-მსახურიც, რომლებსაც უწოდებდნენ „მოგვებს“, ხოლო მოგვების მღვდელთმთავარს „მობედინ-მობედანი“ (მოგვთა-მოგვი) ერქვა.

— ს. მაკალათია „ვახტანგ გორგასლანი“[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1960;