მლაშობის ჩინგილი
მლაშობის ჩინგილი (ლათ. Halimodendron halodendron) — ძლიერ დატოტვილი 3 მ სიმაღლის ბუჩქია, ეკლიანი. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 2-5 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთლის საერთო ყუნწი წვერში ეკალივითაა. ფოთოლაკები უკულანცეტაა, კიდემთლიანი, მოლეგო-მომწვანო ფერისაა. ქვედა მხარე მჭიდროდ მიკრული ბეწვით არის შებუსული, კარგად გამოხატული შუა ძარღვით. თანაფოთლები ეკლიანია, გვირგვინი – იისფერი. იზრდება მშრალ და მლაშე ფერდობებზე. გავრცელებულია ქვემო ქართლსა და კახეთში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს შუა აზიას, ციმბირს, მცირე აზიასა და ირანს.
მლაშობის ჩინგილი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Halimodendron halodendron (Pall.) Voss | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 442.