მკვლევართა ქედი

(გადამისამართდა გვერდიდან მკვლევართა ჭიუხი)

მკვლევართა ქედი (რუს. Исследовательский хребет) — ქედი რუსეთში, კომის რესპუბლიკისა და ტიუმენის ოლქის საზღვარზე. წარმოადგენს პოლარეთისპირა ურალის მთავარ წყალგამყოფ ქედს.[1]

მკვლევართა ქედი
მთა ნაროდნაია
მთა ნაროდნაია
კოორდინატები: 65°01′59″ ჩ. გ. 60°07′00″ ა. გ. / 65.0333000° ჩ. გ. 60.1167000° ა. გ. / 65.0333000; 60.1167000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კომის რესპუბლიკა
ტიუმენის ოლქი
უმაღლესი წერტილი ნაროდნაია
სიმაღლე 1894 
სიგრძე 175 კმ
მკვლევართა ქედი — რუსეთი
მკვლევართა ქედი

მკვლევართა ქედის სიგრძეა 175 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 1894 მ (მთა ნაროდნაია, — ურალის უმაღლესი წერტილი). ჭარბობს ღრმად და მჭიდროდ დანაწევრებული განივხეობიანი მაღალმთიანი რელიეფი. აგებულია კრისტალური ფიქლებით, კვარციტებითა და ამოფრქვეული ქანებით. ბევრია მყინვარული ცირკი, რომლებიც ხშირად ტბებითაა ამოვსებული.[1]

ფერდობებზე გაბატონებულია მთა-ტყის დაჭაობებული ტაიგის ლანდშაფტები (დასავლეთ კალთაზეა ნაძვი, აღმოსავლეთზე ლარიქსი), 500–800 მ ზემოთ არის მთის ტუნდრის ლანდშაფტის ქვეგოლცური სარტყელი; 800–1000 მ ზემოთ ცივი გოლცური უდაბნოებია მოძრავი კურუმებით, თოვლნარითა და მცირე კარული მყინვარებით. განვითარებულია ტურიზმი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Исследовательский хребет | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-25. ციტირების თარიღი: 2021-08-24.