ნაროდნაია (რუს. Народная) — უმაღლესი მთა ურალის მთებში, მკვლევართა ქედზე, რუსეთში, ტიუმენის ოლქისა და კომის რესპუბლიკის საზღვარზე. სიმაღლე 1894 მ. აგებულია პროტეროზოური და კამბრიული კვარციტებითა და მეტამორფული ფიქლებით. არის პატარა მყინვარები. მთისძირში, ღრმა ხეობებში, ლარიქსისა და არყის ნათელი ტყეებია, ზემოთ — მთის ტუნდრა.

ლიტერატურა რედაქტირება