მკალავი
მკალავი — სპილენძის ჭურჭლის ხელოსანი. მკალავები თბილისში, ისევე როგორც ყველა სხვა ქალაქში, ლეკები იყვნენ. თბილისში მკალავები „მირზოევის“ აბანოს ზემოთ, სურბ გევორქის ეკლესიის უბანში ცხოვრობდნენ. იქ იყო მკალავეების დუქნები. მკალავეები დადიონენ უბნებში და აგროვებდნენ სპილენძის ჭურჭელს, მოკლავის შემდეგ კი უკან უბრუნებდნენ პატრონს. ლეკები სამუშაოდ სეზონურად მოდიოდნენ ზამთარში კი სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 683, ISBN 99928-20-32-2.