მიხეილ ლავროვსკი
მიხეილ ლავროვსკი (დ. 15 ნოემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1976).
მიხეილ ლავროვსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ნოემბერი, 1942 თბილისი |
საქმიანობა | ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი |
ორგანიზაცია | დიდი თეატრი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი 1961 წლიდან, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი 1982–1984 წლებში. ეკუთვნის ქართული დადგმები: დავით თორაძე, ტელეფილმი სიმფონია–ბალეტი „მწირი“, დამდგმელი ქორეოგრაფი და მთავარი პარტიის შემსრულებელი (1977), პრემიერა გაიმართა სსრკ ცენტრალურ ტელევიზიაში. ჯორჯ გერშვინი–მიხეილ ოძელი „პორგი და ბესი“ (1984). სხვა რეპერტუარი: გრაფი ალბერტი, პრინცი ზიგფრიდი, მაკნატუნა, რომეო, ფრონდოსო, ბაზილი, დომ კიხოტი, ბაიადერა, სპარტაკი, მაჯნუნი, ვლადიმირი. იგი იყო ბალეტის ცნობილი მოცეკვავეების ლეონიდ ლავროვსკისა და ელენე ჩიკვაიძის ვაჟიშვილი და მოწაფე.
ჯილდოები
რედაქტირება- 1979 — ჩიკაგოს საბალეტო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
- 1978 — ნიუ–იორკის VI საერთაშორისო ფესტივალი, გრან პრი
- 1977 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1976 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1970 — ლენინური პრემია
- 1965 — ვ. ნიჟინსკის სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 276